reportiori.ge - საქალაქო სასამართლო, ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ბრალდებული ადვოკატის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:17
სამართალი
საქალაქო სასამართლო, ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ბრალდებული ადვოკატის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:53

თბილისის საქალაქო სასამართლო ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ბრალდებული ადვოკატის მიმართ აღმკვეთ ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე განმარტებას აკეთებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ელისაბედ მამუჩაშვილს ბრალად ედება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების შუამდგომლობას და სასამართლოს სხდომაზე ითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობების დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და მიაჩნია, რომ ბრალდებულ ელისაბედ მამუჩაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს გირაო 10 000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა და საქმეში არსებული სხვა მასალები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ ელისაბედ მამუჩაშვილს. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა."
 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016