reportiori.ge - სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ამერიკიდან სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:18
მედია
სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ამერიკიდან სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი?
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 19:39

სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი? - ამ საკითხით ამერიკული მხარეა დაინტერესებული. როგორც სააგენტო „ტელეგრაფისთვის“ გახდა ცნობილი, მთავარი პროკურატურა 2008 წლის ომის დროს ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი მორფინის საკითხზე მოკვლევას უკვე აწარმოებს.


„სამედიცინო ტვირთი ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ომის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოიგზავნა. ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. რაც შეეხება სამედიცინო ტვირთის რაოდენობას, ის ერთი კონტეინერი იყო. აქ იყო მთელი კომპლექტი: საინექციო საშუალებები, ბამბა, სპირტი… ყველაფერი ყუთებში იყო მოთავსებული. საკმაოდ დიდი რაოდენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია იმიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა, რაღაც სამართლებრივი პრობლემა შეიქმნა და მორფინი დედაქალაქის მმართველობის სახელზე გამოიგზავნა. ეს ტვირთი მერიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მოხდა… სად წავიდა 1 კონტეინერი მორფინი, ამ საკითხით თავად ამერიკული მხარეც არის დაინტერესებული“, - აღნიშნა რესპონდენტმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.


„ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმირებულია, ჩვენი უწყების შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით“, - განუცხადა „ტელეგრაფს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ.


გამოცემა პარლამენტარ გიგი წერეთელსაც დაუკავშირდა, რომელიც 2008 წელს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს აშშ-დან სამედიცინო ტვირთი, მართლაც, იგზავნებოდა, თუმცა კონკრეტულად მორფინის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობდა.


„2008 წლის ომის დროს, სხვადასხვა სახის დახმარებები იგზავნებოდა, მათ შორის ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ომის შემდეგ, სამედიცინო დახმარების საკმაოდ დიდი პაკეტი ამერიკიდანაც მივიღეთ. კონკრეტულად მორფინის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არც გამიგია ასეთი რამ და არც ვიცი“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016