reportiori.ge - დღეს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:39
სპორტი
დღეს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართება
26 დეკემბერი, 2013. 13:10

დღეს, 18:00 საათზე კლუბ „ქალაქურში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება  -  GFF Awards  2013 გაიმართება.

 

ფედერაცია წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელს, წლის საუკეთესო ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელსა და საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელს გამოავლენს და დააჯილდოებს.

 

სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ფედერაციამ გამოკითხვა უკვე დაასრულა.

 

წლის საუკეთესო ფეხბურთლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა გამოავლინეს.

 

ღონისძიებას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016