reportiori.ge - გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 114 წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:36
კულტურა
გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 114 წელი გავიდა
27 დეკემბერი, 2013. 10:50

ცნობილი ქართველი მწერლის, სახალხო პოეტის  გიორგი ლეონიძის  დაბადებიდან 114 წელი გავიდა. ლეონიძე 1899 წლის 27 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონ, სოფელი პატარძეულში დაიბადა.


გიორგი ლეონიძეს  ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. მის  სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. 


1907 წელს  ლეონიძე  თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".


გიორგი ლეონიძე  ნაყოფიერად  იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმად გადაკეთდა, იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. დააარსა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა", რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის" რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.


გიორგი ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი ''ჭაშნიკი", სულხან-საბა ორბელიანის ''სიბრძნე-სიცრუისა", იოსებ თბილელის ''დიდმოურავიანი". მას  ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის,  დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, გურიელის, ყაზბეგის,  ჭავჭავაძის,  წერეთლის, ვაჟა-ფშაველას,ბარნოვის.


კინოფილმ „ჯურღაის ფარის“   სცენარისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

1966 წლის 9 აგვისტოს გიორგი ლეონიძე თბილისში გადრაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016