reportiori.ge - ქართველი სპორტსმენები 5297115 ლარის პრემიას მიიღებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:35
სპორტი
ქართველი სპორტსმენები 5297115 ლარის პრემიას მიიღებენ
27 დეკემბერი, 2013. 11:08

მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5297115 ლარი სპორტსმენთა პრემირებისთვის. ინფორმაცია სპორტის სამინისტრომ  გაავრცელა. 


"საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5297115 ლარი სპორტის ინდივიდუალურ, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 2013 წელს გამართულ (1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისებისა და ასევე, სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წელს გამართულ (1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.


ვინაიდან ზემოაღნიშნული განკარგულება ითვალისწინებდა მხოლოდ 2013 წლის 1 ნოემბრამდე გამართული შეჯიბრებების მიხედვით წახალისებას, მიმდინარე წლის ღონისძიებების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ მიღწეული ანალოგიური შედეგებისთვისაც მოხდეს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების, მწვრთნელების (მათ შორის პირადი მწვრთნელების), საექიმო პერსონალის (ასევე სათამაშო სახეობებში ადმინისტრაციული პერსონალის) წახალისება ზუსტად იგივე პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულებაშია მითითებული.


2013 წლის 1 ნოემბრიდან ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს წარმატებებს თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში (ორივე დისციპლინაში ევროპის თასზე გუნდურ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი), ტანვარჯიშში (ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი), კრივსა (ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე პირად შეჯიბრებაში ერთი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის მედალი, ორი ბრინჯაოს მედალი, მე-3 ადგილი პირად-გუნდურში) და სამბოში (მსოფლიოს პირად-გუნდურ ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის მედალი, ორი ბრინჯაოს მედალი, მე-2 ადგილი გუნდურში და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაში ერთი ბრინჯაოს მედალი). ასევე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება ორ სარეიტინგო მატჩში კანადისა და სამოას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც იგივე ოდენობის თანხები უნდა იქნეს გამოყოფილი წახალისებისთვის, რაც ანალოგიური შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულებით არის გათვალისწინებული.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ". პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნდა გამოუყოს 680850 ლარი, მათ შორის 420240 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ტანვარჯიში (ბატუტზე ხტომა), კრივი) 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 141610 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში (სამბო) 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 119000 ლარი - სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში (რაგბი) 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016