პარლამენტში, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ერთ-ერთი ცვლილება თამბაქოზე აქციზის გაზრდას შეეხო. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადი გაიზარდა, ბიუჯეტი დამატებით 25 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს. მეორე ნაწილის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა გაიზრდება. უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თამბაქოზე აქციების ზრდის ტენდენცია გააკრიტიკა. „თუ ჩვენ ამ ტიპის პროდუქციაზე გადასახადებს გავზრდით ძალაუნებურად დავაფიქრებთ იმ ადამიანებს რომლებსაც თავის დროზე კონტრაბანდის სახით შემოჰქონდათ ეს პროდუქცია. მათი მხრიდან ეს უნარ ჩევევები დაკარგული ნამდვილად არ არის. ძალიან მარტივად აღადგენენ ზუსტად იგივე გზებს, იგივე საშუალებებს და ამის მოწმე ყველა ერთად გავხდებით. ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგად მწეველთა რაოდენობის შემცირდებას, შედეგად მივიღებთ გაზრდილ კონტრაბანდას." -განაცხადა კუბლაშვილმა. უმრავლესობის განმარტებით, აქციზებზე ფასის მატება ეტაპობრივად მოხდება. ხოლო, საბაჟო სტუქტურების მყარი და ძლიერი კონტროლი კონტრაბანდის გაზრდის საფრთეს მინიმუმამდე დაიყვანს.