reportiori.ge - ლალი ანთია: მაჭავარიანი, დათა ახალაია და მერაბიშვილი მარწმუნებდნენ, რომ ჟვანია არ მოუკლავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:47
სამართალი
ლალი ანთია: მაჭავარიანი, დათა ახალაია და მერაბიშვილი მარწმუნებდნენ, რომ ჟვანია არ მოუკლავთ
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 06:08

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“, ხელმძღვანელმა ლალი ანთიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ახლა რასაც გეტყვით, ამის შემდეგ მიშა მაჭავარიანმა, თუ ოდნავი ნამუსი მაინც აქვს შერჩენილი, თავი უნდა მოიკლას. სწორედ მიშა მაჭავარიანი გახლდათ ერთ-ერთი, ვინც ჩემს დარწმუნებას ცდილობდა იმაში, თითქოს ზურაბ ჟვანია ცისფერი იყო! 2007 წლის აგვისტოში პოლიციამ დამაკავა ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისთვის. მიმიყვანეს დიღომში და დამიწყეს საუბარი ზურაბ ჟვანიას თემაზე. თუ მე აღარ ვილაპარაკებდი იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუ ვიტყოდი, რომ ზურა იყო ცისფერი, ერთ საათში გამათავისუფლებდნენ. დათა ახალაია მეუბნებოდა იგივეს, მან მითხრა, თავიდან ამოიგდე აზრი, რომ ჟვანია მოკლესო. მეგრულად მეუბნებოდა ის საცოდავი ცისფერი იყო და შენ რას გაიძახი, რომ მოკლეს, თავი დაანებე ინტერვიუების მიცემასო”, – განმარტავს ლალი ანთია. მისივე თქმით, ის მისი დაკავებისას შეთავაზებას არ დასთანხმდა და ციხეში აღმოჩნდა, სადაც მასთან პერიოდულად შედიოდნენ სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლები. „ციხიდან ორჯერ გამიყვანეს. ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილს შემახვედრეს. ის მეუბნებოდა, ჟვანიას მე პატივს ვცემდი და ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ის ცისფერი იყო და მართლა გაზით გაიგუდა, ამიტომ შენ რად გინდა იმის თქმა, რომ ჟვანია მოკლეს, ნურც იმას იტყვი, რომ სიკვდილის ღამეს ტელეფონზე ელაპარაკეო. ორჯერ შემომთავაზა მერაბიშვილმა ასეთი რამ და ორივეჯერ უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ტელეფონის ერთი ზარით 14 წლიანი პატიმრობა მომისაჯა და შემომითვალა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოხვალო. ჟვანია მოკლულია სააკაშვილის მიერ, მე პირდაპირ ვადებ ხელს სააკაშვილს ჟვანიას მკვლელობაში!“, – აცხადებს ლალი ანთია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016