reportiori.ge - შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:20
სამართალი
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე. წ. "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა. 
"თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული, ოზურგეთში მცხოვრები მალხაზ წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი. იგი აღიარებს ე. წ. "ქურდულ სამყაროს", ე. წ. "ქურდულ გარჩევებში" მონაწილეობდა და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით ე. წ. ,,ობშიაკისთვის" გარკვეულ თანხებს ითხოვდა. 
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მალხაზ წ-ს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1-ელ ივლისს დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016