reportiori.ge - საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
ეკონომიკა
საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა
03 იანვარი, 2014. 16:20

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით $13.3 მლრდ (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 83.7 პროცენტია.


აქედან,  სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა $5.3 მლრდ (8.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 33.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია $4.1 მლრდ (6.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალი - $373.9 მლნ (622.3 მლნ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი -$836.5 მლნ (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $2.4 მლრდ (4.0 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა -$3.4 მლრდ (5.6 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა $3.1 მლრდ (5.1 მლრდ ლარი). მთლიანი საგარეო ვალის 94.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.


2013 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $84.7 მლნ-ით (140.8 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული სხვა და ფასის ცვლილებების  გამო, კლებამ შესაბამისად $141.7 მლნ (235.1 მლნ ლარი), $18.1 მლნ (30.1 მლნ ლარი) და $18.1 მლნ (30.1 მლნ ლარი) შეადგინა. ამავე კვარტალში დადებითი იყო მთლიანი საგარეო ვალის საკურსო  ცვლილებება და იგი $99.5 მლნ-ს (165.3 მლნ ლარს) უდრიდა.


საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა (სხვაობა მთლიან საგარეო ვალსა და სავალო ინსტრუმენტებში განთავსებულ საგარეო აქტივებს შორის) 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით $8.5 მლრდ (14.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 53.2 პროცენტია; აქედან,  წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა $2.2 მლრდ (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - $6.2 მლრდ  (10.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 39.3 პროცენტი).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016