თექვსმეტი დღის წინ, მდინარე ენგურში დაკარგული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ახლობელი, სოფო ლომია ფეისბუქის გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მაშველები თითქმის შიშველი ხელებით აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მ ე გ ო ბ რ ე ბ ო თქვენი დახმარება მჭირდება !!!!!!!!!!!!!!! 16 დღე გავიდა დაპირებებში !!!!!!!!! ფაქტობრივად მაშველები შიშველი ხელებით გვეხმარებიან.(რაც მდ.ენგურში შეუძლებელია) დანარჩენი არავითარი სპეცტექნიკა არ იქნა ამ დრომდე მოყვანილი !!!!!!!! მხოლოდ დაპირებები და ტყუილები :( მოკლედ თუ კი ვინმეს შეგიძლიათ დამაკვალიანოთ ვის უნდა მივმართო, რომ ეს ტრაგედია მთავრობამ გულთან ახლოს მიიტანოს და სრულფასოვანად დაგვეხმარონ ცხედრების მოძიებაში (შეუძლებელი ნამდვილად არ არის უბრალოდ კატერი,და შესაბამისი ტექნიკაა საჭირო რაც თურმე არ გვყავს საქართველოში) შემომეხმიანეთ ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამ ყველაფერთან შეგუება. შეუძლებელს ნამდვილად არ ვითხოვთ !"
შეგახსენებთ, რომ ავარია სოფელ ჭუბერში მოხდა. სვანეთიდან მომავალი ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. დაკარგულია ოთხი პირი, 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა.