reportiori.ge - უამინდობის გამო 3 ათასამდე აბონენტს დენი არ მიეწოდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:11
რეგიონები
უამინდობის გამო 3 ათასამდე აბონენტს დენი არ მიეწოდება
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 14:43

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, უამინდობის გამო,  ელექტროენერგია სამეგრელოში მცხოვრებ 1219 აბონენტსა და აჭარაში მცხოვრებ 1705 აბონენტს არ მიეწოდება.  "ენერგო პრო ჯორჯიას" ტექნიკური პერსონალი დაზიანების ადგილებში მუშაობას აგრძელებს. 
"გუშინ ძლიერი წვიმის გამო, სამეგრელოსა და აჭარას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, რათა დროულად მოეხდინათ უამინდობით მიყენებული ზიანის ლოკალიზება და გათიშული აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა. უამინდობის გამო, ელექტროენერგია სამეგრელოში მცხოვრებ 5210 აბონენტსა და აჭარის 8073 აბონენტს არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩენილია სამეგრელოს 1219 აბონენტი და აჭარის 1705 აბონენტი. კომპანიის ტექნიკური პერსონალი განაგრძობს დაზიანების ადგილებში მუშაობას და დღის განმავლობაში ორივე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება." - აცხადებს ელოშვილი.  

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016