reportiori.ge - დავით სერგეენკო: პაციენტის ინტერესებს ვერც სადაზღვევოს გადავაყოლებთ და ვერც ინვესტორს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:21
მედია
დავით სერგეენკო: პაციენტის ინტერესებს ვერც სადაზღვევოს გადავაყოლებთ და ვერც ინვესტორს!
ავტორი:
08 იანვარი, 2014. 12:20

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენოგურიანიუსთან" ინტერვიუში ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას. მინისტრის განმარტებით ხშირად უწყებას ბეწვის ხიდზე გავლა უწევს, თუმცა მათი მთავარი საზრუნავი პაციენტის მდგომარეობაა.


„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებული რეფორმა იყო. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, ისევე როგორც ყველაფერში, ჯერ მხოლოდ რაოდენობრივი პროგრესის მიღწევა მოვახერხეთ, რაც გამოიხატა სოციალური გასაცემლებისა და პენსიების რაოდენობრივ ზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც გაორმაგდა, სადღაც 50%-ით მოემატა, მაინც, იმდენად მცირე რჩება დახმარება, რომ რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერება არ შეიძლება და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ.

აქცენტი არა მხოლოდ სოციალური დახმარების ზრდაზე უნდა გავაკეთოთ, არამედ მივცეთ ამ ადამიანებს სამსახურის შოვნისა და თვითრეალიზაციის საშუალება, რათა თავად შეძლონ ღირსეული ცხოვრება  და ოჯახის რჩენა. „ - აცხადებს დავით სერგეენკო.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაზეც. ამ მიმართულებით სამინისტრომ, საკმაოდ მკაცრი რეგულაციები განახორციელა.


„ამ პროცესს, რათქმაუნდა, უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. საერთოდ რატომ გვაქვს ურთიერთობა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან? ჩვენი მიზანი არ არის სადაზღვევო ინდუსტრიის აქტივობის რაიმე სახით რეგულირება. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უწყვეტობა და ხარისხი. იყო შემთხვევები, როცა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ ადმინისტრირებული, მართული სახელმწიფოს ფულის გამოყენება ხდებოდა არაოპტიმალურად და ჩვენ ამაზე რეაგირებას ვაკეთებდით.

ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ რამდენიმე ფაქტორზე და ყოველთვის ბეწვის ხიდზე გავდივართ.

კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან რაიმე სახის დაპირისპირება და მათი წონასწორობიდან გამოყვანა, ყოველთვის იძლევა ჯაჭვურ რეაქციას და ეს რეაქცია ვრცელდება კერზო ბიზნესის სხვა ინდუსტრიებზეც, არა მარტო სადაზღვევოზე. პირველი საზრუნავი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია. პაციენტის ინტერესებს ვერც სადაზღვევოს გადავაყოლებთ და ვერც ინვესტორს. ჩვენ მოგვიხდა არსებული სტატუსის შეცვლა როგორც კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან, ასევე კერძო ინვესტორთან. უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ამ სტრატეგიის მიხედვით საბოლოოდ დალაგდება ქართული ჯანდაცვა იმ მიმართულებით, რაც გაცხადებული გვქონდა." - დასძინა დავით სერგეენკომ.



(მოამზადა ანა ნოდიამ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016