ჟურნალი „რეიტინგი" მუსიკალური პროექტის „ერთი ერთში"-ს გამარჰვებულ ელენე კალანდაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. პროექტი ტელეკომპანია „GDS"- ის ეთერში გადიოდა და გამარჯვებულს 40 ათასი ლარი გადაეცა.
ელენეს თქმით, კონკრეტულად არ გადაუწყვიტავს მოგებულ თანხას რაში დახარჯავს, თუმცა გეგმები აქვს, ბედი საზღვარგარეთ სცადოს, რაშიც შესაძლოა ეს თანხა გამოადგეს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ის განსაკუთრებით ბერა ივანიშვილის კომპლიმენტებმა გაახარა.
„ბერას ვიცნობ. ჩემ მიმართ ძალიან კარგად და მეგობრულად არის განწყობილი. თბილი ადამიანია და მისი მხრიდანაც ვგრძნობდი სითბოს, რაც არ ყოფილა ყალბი. პირდაპირი ადამიანია და თუ არ მოსწონხარ, არ იტყვის. ყოველდღიურად მეუბნებოდა, ელენე, რა მაგარი ხარ, კარგია, მაგარი ხარ, აბა შენ იციო. ეს მახარებს და მაბედნიერებს", - აცხადებს მომღერალი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)