reportiori.ge - ალია: ვის აწყობს, საგამოძიებო ბატალიები კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ჩაუგდოს ხელში? - „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ დამნაშავე ორგანიზაციის მფარველებს - „რესპუბლიკელებს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:21
მედია
ალია: ვის აწყობს, საგამოძიებო ბატალიები კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ჩაუგდოს ხელში? - „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ დამნაშავე ორგანიზაციის მფარველებს - „რესპუბლიკელებს“
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 15:44

„რა იატაკქვეშა მუშაობა წამოიწყეს „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტში“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „ალია“ მოწმეთა დაკითხვის შესახებ ახალი წესის შეჩერებასთან დაკავშირებით ატეხილ ამბავს. სტატიის ავტორი წერს:

„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ეს საკითხი 2015 წლამდე გადაიდო. საკითხი მარტივია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი ითხოვენ, რომ ამიერიდან მოწმე უნდა დაიკითხოს არა პოლიციაში, არამედ სასამართლოში“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, არასამთავრობოების გვერდით მყარად დგანან ნაციონალები და მათ შორის „რესპუბლიკელებიც“.

„ერთი შეხედეთ, თითქოს საქმე გვაქვს დემოკრატიულ მოვლენასთან, რომელსაც მხარს უჭერს „პროგრესული“ საზოგადოება, მაგრამ მახვილ თვალს არ უნდა გამოეპაროს მთავარი - ვის აწყობს, დღეს საგამოძიებო ბატალიები და დაკითხვების პროცესი კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ჩაუგდოს ხელში? რა თქმა უნდა პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“... და ამ დამნაშავე ორგანიზაციის მფარველებს - „რესპუბლიკელებს“. - წერენ „ალიაში“.

ავტორი წერს, რომ „ალიას“ მოპოვებული აქვს კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტში მიდის იატაკქვეშა მუშაობა, რათა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები, რაც შს სამინისტრომ წარადგინა, ბათილად იქნას ცნობილი. კენჭი ეყაროს პალიკო კუბლაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს.

„მოდით, გავიხსენოთ როდის მოამზადა აღნიშნული ცვლილებები „ნაცმოძრაობამ“ კუბლაშვილის ხელით? ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და არავის ეგონა, რომ მისი რეჟიმი დამარცხდებოდა. როგორც კი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, პავლე მას შეხვდა და აღნიშნულ ცვლილებებზე ელაპარაკა. უსუფაშვილმა პავლეს „დაბრო“ მისცა, შემოიტანე და „რესპუბლიკელები“ მხარს დაგიჭერთო. მეტიც, ის დაჰპირებია უმრავლესობის მხრიდან პრობლემა არ გექნებათო“ - წერს ავტორი. 

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ სანამ სასამართლო ნაცების ხელშია, სანამ კოტე კუბლაშვილი „გაქცეული“ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს, ცვლილებების მიღება ნიშნავს იმას, რომ ბურთიც და მოედანიც მათ რჩებათ. ამ შემთხვევაში კი პროკურატურა და პოლიცია მხოლოდ შორიდან მაყურებლის როლს ითავსებს.

 

გელა ზედელაშვილი. გაზეთი „ალია“

 

 

                                                                                                                                                                                                                             (მოამზადა ანა ნოდიამ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016