reportiori.ge - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამოიცხავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:49
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამოიცხავს!
10 იანვარი, 2014. 16:25


ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბიზნესაოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დეფლაციური ფონის გამო მონეტარული პოლიტიკა შერბილებული იყო.

ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს, რომ კურსი არის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა დეფლაციური ფონი, ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა. ამას დაემატა მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტის ათვისება. ამ ყვლაფერმა კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გაცვლით კურსზე ზეწოლა წარმოქმნა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება, პოლიტიკის გამკაცრებას დავიწყებთ, რათა ინფლაცია იყოს სამიზნე ნიშნულის მახლობლად", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით სენსიტიურია მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი აქვს ლარში.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში არის ლარში სესხზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც უკვე სახეზეა - ფიზიკური პირების სესხების ნახევარზე მეტი ლარში არის გაცემული და ეს გაგრძელდება", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება შეხვედრის თემას, როგორც ქადაგიძემ განაცხადა, ძირითადი თემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება, საგადამხდელო ბალანსი და მონეტარულ პოლიტიკა იქნება.

„შეხვედრის მთავარი მიზანია, ბიზნესსექტორს ჰქონდეს სწორი მოლოდინები და ადეკვატური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვინაიდან მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016