reportiori.ge - არჩილ გამზარდია: პატრიარქის დისკრედიტაცია მისი აღსაყდრების დღიდან მიმდინარეობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:33
მედია
არჩილ გამზარდია: პატრიარქის დისკრედიტაცია მისი აღსაყდრების დღიდან მიმდინარეობს!
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 22:34

ახალ თაობა საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვის სპეციალისტის, ექსპერტ არჩილ გამზარდია ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ საუბრობს.  

 

სამწუხაროდ, პატრიარქის თითქმის ყოველი გამოსვლა გახდა გარკვეული წრეების ჩასაფრების წინაპირობა. ტექსტებში ხშირად ხდება მიზნობრივად არასწორი აღქმა, ინტერპრეტირება, დისკურსშეცვლილი წარმოდგენა და .. ამას, ჩვენ ლამის არის შევეჩვიეთ კიდეცპრობლემა  გვაქვს უფრო იმ ნაწილში, როდესაც ესა თუ ის სიტყვა ჩვენთვის რთულად მისაღებია ან მიზეზი ამავე სიტყვებში მოდის. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ  მხოლოდ იმას ამბობენ, რასაც დედა ეკლესია გვასწავლის, ისინი იხსენებენ მაგალითად შემთხვევას, როდესაც წმინდა სახარებაში მართალი აბრაამი ჯოჯოხეთში მოხვედრილ მდიდარს ეუბნება: ჰყვანან მათ წინასწარმეტყველი და მოსე, მათი ისმინონ.” ამიტომაც, პატრიარქის სიტყვაში თუ ეპისტოლეებში, პირადი აზრი კი არ არის წარმოდგენილი არამედ ეკლესიური სწავლება. პირადად ჩემი დამოკიდებულებით, არის რამდენიმე საკითხი, რაც კრიზისს ქმნის საზოგადოებრივ ურთიერთობებშიმე მსურს ეკლესია საზოგადოებისგან სწორად აღიქმებოდეს და ფაქტია, რომ მაქსიმალურად გულშემატკივარი ვარ ამისარის საკითხები, რასაც მე საზოგადოებრივი ჰარმონიის მოტივაციით ვუყურებ და ადამიანამდე დამყავსსხვაგვარად ვერც გავიხედები და არც გავიხედები. მე არ მინდა ეკლესია ილანძღებოდეს და თან ამის მასალაც იყოსარის საკითხები, რომელიც გარდაუვალია და საღიარებელია. და ყველაზე მთავარი, სიფაქიზეა შესატანი კრიტიკაშიც კიადამიანი მზად უნდა იყოს სიმართლისათვის, სხვაგვარდ ის გაიქცევა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო შემთხვევა, რომ აღსარებაზე მოსულ ადამიანს, მოძღვარი, ზოგჯერ ცოდვაში უყვავებს, რომ ის გააძლიეროს და მერე შეაგრძნობინოსეს აუცილებელი პირობაა, სხვაგვარად, ეკლესიაში მოსული ადამიანი გაიქცევა. ახლა ამის საშიშროებას ვხედავ. ეკლესია არ უნდა მიესალმებოდეს ცოდვას, მხოლოდ მსურს, ეკლესიამ კიდევ უფრო სათუთად გამოთქვას სიმართლე. სიმართლე დამანგრეველი შეიძლება იყოს იმისთვის, ვინც მზად არ არის. ამით ჩვენ, საზო შევშინდებით.

 

მე დიდი ხანია ვიძახი, რომ ეკლესიის, მრევლის და პირადად, პატრიარქის  წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საჭიროა თითზე დასახვევი მიზეზები ნაკლებად ჩნდებოდეს ეკლესიის წიაღიდანვე.

 

ეს ახალი არაა, ეს მუდმივი კამპანიაა. როგორც ვიცი, პატრიარქის დისკრედიტაცია მისი აღსაყდრების დღიდან მიმდინარეობს, ჩემს ბავშვობაში დადიოდა ზოგან ჭორი, რომ პატრიარქი მკვლელობაზე იყო ნაციხარი, გაუპატიურებაზე ნასამართლევი და .. ცხადია, ამ ჭორებს რუსული სპეცსამსახურები ავრცელებდნენ, გრძნობდნენ, რა რომ პატირარქის დიპლომატიას ძალიან ბევრი ვერ სჯობნიდა. პატრიარქის დისკრედიტაციის დამფინანსებლები და წყაროები დღესაც რუსულ სპეცსამსახურებში უნდა ვეძებოთ და არა პირიქით, როგორც ცდილობენ შექმნან თვალსაზრისი, რომ პატრიარქი რუსული ინტერესების გამტარებელია. სადაც კი სახელმწიფოებრივ საკითხებში პატრიარქი იყო ჩართული, რუსეთის ხელმძღვანელობას ყოველთვის უკან დახევა უწევდა, გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ეკლესიის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში გავრცელების აღიარება, ასევე აგვისტოს ომში ეკლესიის წყალობით როგორც მიცვალებულების გადმოსვენებადაჭრილებისაც და .. ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელშიც, ასე ვთქვათ, რუსეთსა და საქართველოს ეკლესიას შორის ჭიდილი რუსეთის დათმობით  მთავრდებოდა. კიდევ ერთხელ დავსვამ შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის დამოუკიდებლობა და ვინმეს ასე ადვილად აპატიებს, როდესაც მასთან მჯდომი საქართველოს ერთიანობას გამოხატავს? ცნობილი ეპიზოდებია, პატრიარქი როდესაც პუტინის წინ იჯდა და საუბრობდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და საქართველო თავის ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუება, ამას პუტინი გაჩუმებული უსმენდა, ასევე იძულებული გახდა პუტინი, რომ საქართველოს პატრიარქის იურისდიქცია ეცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ მიმდინარე სასულიერო პირები საეკლესიო კანონის გარეშე გამოეცხადებინაშეგახსენებთ, ერთადერთი მაჩვენებელი, რითიც რუსეთი იძულებულია აღიაროს ამ მხარეების ქართულობა, საეკლესიო საზღვრებია და .. როგორ ფიქრობთ, ამას პუტინი მართლა ასე თავჩაღუნულად აპატიებს საქართველოს პატრიარქს? ცხადია, ის მსხვილ კამპანიას აწარმოებს საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან გონიერებაში ვერ ჯობნის, განსხვავებით საერო ხელისუფლებებისგან, რომელთა სისუსტეები პუტინმა სათავისოდ გამოიყენა წლების განმავლობაში.

 

აქვე ვიტყვი, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მრავალი დასაყრდენი აქვს და არ გამოვრიცხავ, მათი დაფინანსებული იყოს ის პოლიტიკური, მედია თუ არასამთავრობო სივრცე, რომელიც ოფიციალურად რუსეთს აგინებს, მაგრამ მოღვაწეობრივად ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ უფრო ამხედრებს ქართულ საზოგადოებას. პროცესის მოტივაცია შედეგში იცნობა ხშირად, ეს მაჩვენებელი კი შეგვიძლია ინდიკატორად გამოვიყენოთ.

 

ამდენად, პატრიარქის, ეკლესიისა და ზოგადად, მართლმადიდებელი მრევლის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანიები არც ახალია და ის ძლიერდება დროდადრო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპატრიარქოს გამოხატული პოზიციები შედარებით კატეგორიულია, ნაკლებად ფაქიზად გამოხატული და ასევე შედარებით პირობითად, ვფიქრობ, უფრო მეტი სიზუსტითა და შემხვედრობით უნდა იყოს წარმოდგენილი პოზიციები შესაძლო პროვოკაცოებისგან თავის ასარიდებლად.

 

რაც შეეხება 8 იანვარს საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოხატულ საპროტესტო აქციას, ვფიქრობ, გამპროტესტებლების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ აქცია თავის შინაარსით დესტრუქციულია და აგრესიული, შესაძლებელია მართულიც. არ არის გამორიცხული საპროტესტიო აქციის ორგანიზატორებს შესაბამისი ბიზნეს ინტერესებიც ჰქონდეთ და ამიტომ აპროტესტებდნენ პატრიარქის ეპისტოლეს. პატრიარქის ეპისტოლე, როგორც წესი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვისაც არ მოსწონს გარკვეული ფრაგმენტები, შეუძლია კორექტულად გააკრიტიკოს. საპროტესტო აქციის მოწყობა, უგუნური და უმეცარი საქციელია, რადგან პროტესტი გამოუხატო რჩევას, ეს ძალიან არაადეკვატური მიდგომააშეგიძლია რჩევა არ მიიღო, კრიტიკულად შეაფასოთუმცა, აგრესიულ წევრთა პროტესტი მხოლოდ იმის ფიქრის საშუალებას ტოვებს, რომ ამ აქციონერების უკან ბიზნეს ინტერესების მქონე ჯგუფი და არაადეკვატური შემსრულებლები დგანან“, - აცხადებს ის.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016