reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტრო: გამოცემა „გურიანიუსმა“ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის დეკლარაცია ამჯერადაც არასწორად განმარტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:35
მედია
სასჯელაღსრულების სამინისტრო: გამოცემა „გურიანიუსმა“ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის დეკლარაცია ამჯერადაც არასწორად განმარტა
ავტორი: ანა ნოდია
11 იანვარი, 2014. 17:54

სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტო „გურიანიუსმა" კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას  „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„გამოცემა „გურიანიუსმა" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დეკლარაცია ამჯერადაც არასწორად განმარტა. გამოცემა წერს, რომ სოზარ სუბარს იპოთეკური სესხის წინასწარი შენატანის სახით თანხა არ გადაუხდია და ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტმა როგორც ჩანს არ იცის და არც შესაბამისი უწყებისთვის უკითხავს, რომ შემოსავალ-გასავალის შესახებ ინფორმაცია შემდგომ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება.

მოვუწოდებთ გამოცემას, დააზუსტოს ქონებრივი დეკლარაციის შევსების პრინციპი და ამის შემდეგ იმსჯელოს კონკრეტული თანამდებობის პირების შემოსავალ-გასავალის შესახებ.

რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ბანკში ყოველთვიურად იხდის შესაბამის თანხას და ეს  მომავალი წლის ქონებრივ დეკლარაციაში აისახება. „ - აღნიშნულია განცხადებაში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016