reportiori.ge - სოზარ სუბარი: ვანო მერაბიშვილი და ნებისმიერი პატიმარი ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მათ „ნაციონალები“ ამყოფებდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 12:49
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ვანო მერაბიშვილი და ნებისმიერი პატიმარი ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მათ „ნაციონალები“ ამყოფებდნენ
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 17:30

პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას, იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროში ცუდ პირობებში იმყოფება, სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა.

 „დღეს ადამიანის უფლებები არის დაცული. წამება არ ხდება. კვებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არის მოგვარებული ისე, როგორც არასდროს. ვანო მერაბიშვილი და ნებისმიერი პატიმარი იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე ნაციონალები" ამყოფებდნენ ადამიანებს, თუმცა, ეს ცხადია, არ არის კემპინსკი და ის პირობები, რაც არის კემპინსკში არ იქნება მეცხრე დაწესებულებაში, არც მეჩვიდმეტეში და არც სხვაგან", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარი ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან ახალ წლამდე წავიდეს. სუბარი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მთავარია, რასთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგობა აქვს.

"მთავარი საკითხი, რაშიც პრემიერთან წინააღმდეგობა მაქვს, მისი სწორედ ის ხედვაა, რომ აპირებს დატოვოს თანამდებობა. მის შემცვლელზე ლაპარაკი ჯერჯერობით დაწყებული არ არის. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა უკიდურესი აუცილებლობის გამო, რადგან საჭირო იყო ქვეყნის გადარჩენა ავტოკრატიული მმართველობიდან. ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი და მაშინვე განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში მხოლოდ წელიწადნახევრით ან ორი წლით დარჩებოდა. მე მაშინვე არ მომწონდა მისი განცხადების ეს ნაწილი, თუმცა ის ამბობს, რომ რჩება თავისი პრინციპის ერთგული. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას იქ, სადაც ახლა არის, თუმცა მიმაჩნია, რომ უმთავრესი უკვე გააკეთა - ქვეყანა გაათავისუფლა ავტორიტარული მმართველობისგან", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016