reportiori.ge - არიელ შარონი - ისრაელის ეროვნული გმირი „ნახალოვკური“ ფესვებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:38
მსოფლიო
არიელ შარონი - ისრაელის ეროვნული გმირი „ნახალოვკური“ ფესვებით!
12 იანვარი, 2014. 20:06

დღეს ისრაელი მსოფლიოსთან ერთად  გამოეთხოვა არიელ შარონს.

კომაში მყოფი ექს-პრემიერი რვა წლის მანძილზე ხელოვნური სუნთქვის  აპარატურაზე ყავდათ მიერთებული - მოთმინებით და  დაჟინებით ცდილობდნენ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. ეს მაშინ, როცა  ქვეყნის  შიგ და ქვეყნის გარეთ,  არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა ის, რომ პაციენტი  საბოლოოდ იყო განწირული, მაგრამ მორალმა ყველა ვარაუდსა და დიაგნოზს გადაძალა: მადლიერმა სამშობლომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ გადაერჩინა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავდადებული მებრძოლი, მისი ერთერთი გამოჩენილი სარდალი, ისრაელის ეროვნული გმირი.

განსვენებულისადმი  ღირსეული  პატივის მისაგებად , ისრაელს დაუყონებლივ  ჩავიდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მოღვაწენი. ვაშინგტონს აშშ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი წარმოადგენდა, რუსეთს-საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. საქართველოს, ალბათ ჩვენი ელჩი. ისევე, როგორც ნელსონ მანდელას გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენმა ღარიბმა ქვეყანამ, ალბათ, სახსრები და ჩინოვნიკთა ძვირფასი დრო დაზოგა. ამ შემთხვევაში, ქვეყნის რეპუტაცია  და ქართველი  ებრაელების სიამაყის და მათდამი სოლიდარობის  გრძნობა, ეტყობა,  ნაკლებად  ანგარიშგასაწევი აღმჩნდა.

თავად გარდაცვლილ  შარონს  აღარც მადლობა ჭირდება  და  აღარც რიტუალური პატივის მიგება. სამაგიეროდ,  გამოთხოვების ცერემონიალი, ეს სახელმწიფო გლოვა, ცრემლი და ყვავილები წაადგებათ ცოცხლებს, ებრაელთა შემდგომ თაობებს, რამეთუ პატრიოტიზმი არ არსებობს ხსოვნის, პატივისა და მადლიერების გარეშე.   ისტორიულ მეხსიერებას ასაზრდოებს პრინციპი "არავინ და არაფერი დავიწყებული არ არის!"

არიელ შარონი იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ვისი თავგანწირვა, ვისი ღვაწლი, ვისი გმირობა არასოდეს იქნება დავიწყებული არა მარტო ისრაელში, არამედ იმ ადამიანებში, ვინც თავს ებრაელ ერს მიაკუთვნებს...  სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი,  რა დროც არ უნდა იყოს გასული!

აი, ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი და გადამწყვეტი:

მადლიერების გრძნობა!

მადლიერების ვალდებულება!

მადლიერების მაგალითი!

დიახ, მაგალითი,  რომელზედაც იზრდებიან და კვლავაც გაიზრდებიან თაობები!  ეგებ, ამიტომაც არის ტერიტორიულად  ამ პაწია ქვეყანაში მცხოვრები ერი სულიერად ასეთი გაუტეხელი და ასეთი წელგამართული მატერიალურად?!  ერი, რომელიც უხსოვარ დროიდან ამაყობს თავისი ისტორიით, ერთგულებს რწმენას, ტრადიციებსა და მორალის პრინციპებს! ერი,  რომლისთვსაც ყველა ებრაელი იყო, არის, იქნება  სისხლხორცეულად ნათესავი და ამ გაგებით არის ერთ მუშტად შეკრული.

ეგებ გვესწავლა ამ ერისგან ერთმანეთის გატანა! ერთმანეთისადმი სიყვარული! ერთმანეთისთვის პატივისცემა და აწმყოსა და წარსულში სისხლთან და ხორცთან სულიერი კავშირისთვის სულის შებერვა. ისე, როგორც ამას აკეთებდა დიდი სახელმწიფო მოღვაწე და რიგითი ებრაელი არიელ შარონი, რომლის მონათხრობით, მისი ოჯახის ფესვები საქართველოდან, თბილისიდან იყო ამოსული.  

...თურმე, 1922 წელს ვერა შნეეროვმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა, გაიცნო და შეიყვარა თანაუნივერსიტეტელი, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტი სამუელ შეინერმანი, რომელიც ამავე დროს სათავეში ედგა "პოალეიზიონის" პარტიას და თანამშრომლობდა ადგილობრივ კომპარტიასთან. მალე, ვერა და სამუელი "გაიპარნენ ბაქოში და...  იქედან დაიწყო ამ ოჯახის ისტორია, მისი ხანგრძლივი გზა, ბელორუსიის გავლით (სადაც დაიბადა შარონი) ისტორიული სამშობლოსკენ. როგორც მათი შვილი იგონებდა, ისრაელში ამოსვლა  სამუელისათვის  იყო დიდი ხნის ნატვრის ასრულება, ვერასათვის კი- იძულებითი ნაბიჯი.

შარონის ოჯახს თბილისში ნათესავები ყოლია და, ერთ მშვენიერ დღეს, მან, ისრაელის ერთერთი ხელძღვანელის პოსტზე მყოფმა  ოჯახისშვილმა აღასრულა მშობლებისთვის მიცემული პირობა და მოიხადა ვალი-მოინახულა და პატივი მიაგო თბილისში ახლობლების საფლავებს. ვიზიტის ბოლოს, გამომშვიდობებისას ღიმილით კითხა გამცილებელს და პირად ნაცნობს-თედო ჯაფარიძეს: მამაჩემი „ნახალოვკაში“ ცხოვრობდა და ახლა მაგ უბანს რა ქვიაო. და როცა გაიგო, რომ „ნახალოვკა“ ისევ ძველებური სახელით აგრძელებს არსებობას, ღიმილით თქვა: ნახალოვკელებს ქონდეთ ისრაელის იმედიო...

 

 

დღეს, როცა ებრაული ტრადიციის მიხედვით, მიწას  მიაბარეს ისრაელის ეროვნული გმირი, თანაც სადმე პანთეონში და განსაკუთრებულ სასაფლაოზე კი არა, არამედ მეუღლის გვერდით, ნეგევის უდაბნოში, მის საკუთარ რანჩო „სიკომორაში“, გვინდა შევუერთდეთ ებრაელთა ტკივილიან ცრემლს,  გულწრფელ ტაშს და ოვაციებს არიელ შარონისადმი! არა მარტო გმირობის და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითისთვის! არამედ წინაპართა მიმართ მოწიწების მაგალითისთვის. და თუნდაც იმისთვის, რომ თითქმის საუკუნე ატარა ხსოვნა  მამამისის სიყვარულისა  „ნახალოვკისადმი“

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016