reportiori.ge - ნოდარ ხადური: ვფიქრობ, ლარის კურსი დასტაბილურდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:35
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ვფიქრობ, ლარის კურსი დასტაბილურდა
ავტორი: ანა ნოდია
13 იანვარი, 2014. 13:55

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის კურსის რყევის საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. 


"ვფიქრობ, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში დოლარის კურსის შემცირების უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ტენდენცია იყო. ვფიქრობ, რომ პროცესი დასტაბილურდება და არანაირ გართულებას ადგილი არ ექნება. ეკონომიკური პროცესები არათუ შეფერხდება, შესაძლოა დაჩქარდეს.", - განაცხადა ხადურმა. 

ნოდარ ხადურიმა ასევე გააკეთა განცხადება, იმის თაობაზე, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაახლოებით, 3 მლნ ლარი, მთავრობის კანცელარიას კი 2 მლნ 100 000 ლარი გამოეყო. 

"ეს თანხა სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი წარმართვისთვის გამოეყო, მთავრობის კანცელარიას კი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის და დეტალებზე უმჯობესია, შესაბამის უწყებებს მიმართოთ", - განაცხადა ხადურმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016