reportiori.ge - კავკასიელ ხალხთა დიდი გადასახლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კავკასიელ ხალხთა დიდი გადასახლება
ავტორი: რეპორტიორი
13 იანვარი, 2014. 18:04

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციაზე ყველას სმენია, თუმცა ამ გადასახლების რეალური მიზეზები ცოტამ თუ იცის.

1940 წლის იანვრიდან ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰასან ისრაილოვის იატაკქვეშა ორგანიზაცია მოქმედებდა, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ჩრდილოეთ კავკასიის გამოყოფა და ამ ტერიტორიაზე კავკასიელ ხალხთა ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა იყო. ამ გაერთიანებაში ოსეთი არ მოიაზრებოდა, ისრაილოვის მოსაზრებით რეგიონში მცხოვრები ოსები და რუსები მთლიანად უნდა გაენადუგრებინათ. თავად ჰასან ისრაილოვი კომ.პარტიის წევრი იყო და თავის დროზე დამთავრებული ჰქონდა ი. ბ. სტალინის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი.

პოლიტიკური საქმიანობა ისრაილოვმა 1937 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის დასმენით დაიწყო. თავდაპირველად ისრაილოვი და მისი რვა თანამზრახველი დააპატიმრეს, მაგრამ მალე სუკის ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა, ისრაილოვი, ავტორხანოვი, მამაკაევი და სხვები გაანთავისუფლეს, მათ ადგილზე კი ჩასვეს ის ხალხი, ვინც მათ დააბეზღეს.

ისრაელოვი არ ისვენებს და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის მიზნით ახალ იატაქვეშა ორგანიზაციას აყალიბებს, მას ბაქოში, დერბენდში, ფოთსა და სოხუმში ინგლისელების დესანტის იმედი აქვს. თუმცა ინგლისელთა აგენტებმა დამოუკიდებლად, წინასწარი მოქმედებების დაწყება მოითხოვეს. ლონდონიდან მიღებული დირექტივით, ისრაილოვი თავისი ბანდით გროზნოს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს უნდა დასცემოდა და მწყობრიდან გამოეყვანა, რათა ფინეთში მეომარ წითელ არმიას საწვავის დეფიციტი შექმნოდა. ოპერაცია 1940 წლის 28 იანვრისთვის დაიგეგმა. დღეს ეს მოვლენა ეროვნული აჯანყების რანგშია აყვანილი, სინამდვილეში კი ნავთობსაცავში ხანძრის გაჩენის მცდელობა იყო, რომელიც დაცვამ გააუვნებლა. ბანდის ნარჩენებით, ისრაილოვი მთიან სოფლებში მიიმალა და პროდუქტის მაღაზიებზე დროდადრო თავდასხმებით ირჩენდა თავს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ისრაელოვის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად შეიცვალა გერმანელების სასარგებლოდ. მისმა ემისრებმა ფრონტის ხაზი გადაკვეთეს და გერმანიის დაზვერვის წარმომადგენლებს წერილი გადასცეს. გერმანიის სამხედრო დაზვერვამ ისრაილოვს კურატორად, წარმოშობით დაღესტნელი პოლკოვნიკი ოსმან გუბე დაუნიშნა, რომელიც ადრე კავკასიური დივიზიის დაღესტნურ პოლკში მსახურობდა, 1919 წელს გენერალ დენიკინის არმიას შეუერთდა, ხოლო 1921 წელს საქართველოდან თურქეთში გაიპარა. 1938 წელს აბვერში დაიწყო მუშაობა, სადაც დაპირდნენ, რომ ომის დაწყებისთანავე ჩრდილო კავკასიის „პოლიტიკური მილიციის" უფროსად დაინიშნებოდა.

 

ჩეჩნეთში, გუბეს მეთაურობით გერმანელთა დესანტი შევიდა და შალინის რაიონის ტყეებში გერმანელთა რადიოგადამცემი ამუშავდა, რომელიც აჯანყებულებს გერმანელებთან აკავშირებდა. მათი პირველი მცდელობა ჩეჩენ-ინგუშეთში მობილიზაციის ჩაშლა იყო. 1941 წლის მეორე ნახევრისთვის დეზერტირების რიცხვმა 12 ათას 365 კაცი შეადგინა, ხოლო ომის სამი წლის მანძილზე 49 362 ჩეჩენი და ინგუში დეზერტირი დაფიქსირდა, 13 389-მ კი თავი აარიდა გაწვევას. ფრონტზე დაიღუპა სულ 2300.

გადასახლების ბრძანების გამოსვლის მომენტში არმიაში 8894 ჩეჩენი, ინგუში და ბალყარელი მსახურობდა.

 

1942 წლის 28 იანვარს ისრაილოვი აყალიბებს „კავკასიელი ძმების განსაკუთრებულ პარტიას", რომლის მიზანიც ისევ და ისევ კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო, ოღონდ ამჯერად გერმანიის მანდატით. ისრაილოვის „მარჯვენა ხელმა" მაირბეკ შერიპოვმა შატიოში და იტუმ-კალეში აჯანყებები წამოიწყო, მიწასთან გაასწორა რაიონული ცენტრი შაროი, რამდენჯერმე თავს დაესხა ჯარისკაცებით სავსე ტრანსპორტს და მინიშვნელოვანი ზარალიც მიაყენა.

საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა რესპუბლიკაში სუკის ერთი დივიზია შეეყვანა და უმძიმეს პერიოდში ფრონტის ხაზიდან წითელი არმიის დამატებითი ნაწილები გადმოესროლა. დიდი ხნის მანილზე პარტიზანების მოხელთება ვერ ხერხდებოდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ინფორმაციას წითელი არმიისა და რეგიონის ხელმძღვანელობისგან იღებდნენ, რაც შემდგომში დადასტურდა კიდეც. ესენი იყვნენ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი სულთან ალბოგაჩიევი და სამინისტროს მაღალჩინოსანი პოდპოლკოვნიკი ალიევი.

 

1942 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა მაირბეკ შერიპოვი, ხოლო გუბე 1943 წლის 12 იანვარს სოფელ აკკი-იურტის მიდამოებში ტყვედ აიყვანეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1941 წლის 22 ივნისიდან 1944 წლის თებერვლამდე ჩეჩენ-ინგუშეთში 3078 პარტიზანიმოკლეს, ხოლო 1815 ტყვედ ჩაიგდეს, თავდასხმები მაინც გრძელდებოდა. სწორედ ამიტომ 1944 წლის 31 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა და მოსახლეობის შუა აზიასა და ყაზახეთში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო.

 

1944 წლის თებერვალში დაიწყო ოპერაცია „ოსპი", რომლის დროსაც 180 ეშელონით 493 269 ადამიანი გადაასახლეს. ოპერაციის მსვლელობისას ამოიღეს 20 072 ცეცხლსასროლი იარაღი, წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა 780 ჩეჩენი და ინგუში, ხოლო 2016 დააპატიმრეს იარაღისა და ანტისაბჭოთა ლიტერატურის შენახვისთვის.

 

მთებში გაიხიზნა 6544 ადამიანი, თუმცა ბევრი მათგანი, მალე უკან დაბრუნდა და ხელისუფლებას ჩაბარდა. თავად ისრაილოვი 1944 წლის 15 დეკემბრის შეტაკებაში დაიღუპა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016