reportiori.ge - როგორ შეეკრა დავით კეზერაშვილი რუს მაფიოზს ამერიკელების წინააღმდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:16
პრეს-დაიჯესტი
როგორ შეეკრა დავით კეზერაშვილი რუს მაფიოზს ამერიკელების წინააღმდეგ?
ავტორი:
13 იანვარი, 2014. 20:04

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეს მალე საფრანგეთის სასამართლოს საერთაშორისო განყოფილება განიხილავს. სასამართლო პროცესი საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ექსანპროვანსის საოლქო-სააპელაციო სასამართლოში გაიმართება. კეზერაშვილის ინტერესებს ადვოკატი მეტ აურელიან ჰამელი დაიცავს. დავით კეზერაშვილი ამ დრომდე მარსელის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ქართულმა მხარემ 16 იანვრამდე სასამართლოს დავით კეზერაშვილის შესახებ ყველა ის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია უნდა გადაუგზავნოს, რაც ფრანგულმა მხარემ მოითხოვა. ეს ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე-დოლენემ დაადასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის მოთხოვნით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთის სამხრეთით ფრანგმა სამართალდამცველებმა 2014 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალი ედება იარაღით უკანონო ვაჭრობაში. „ალია" და „ქრონიკა" უკვე წერდა, რომ კეზერაშვილს ცნობილ რუს მაფიოზთან, მეტსახელად „სიკვდილით მოვაჭრე" ვიქტორ ბუტთან კავშირშიც ადანაშაულებენ. ბუტი ამერიკაში სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ედება ბრალად. ამერიკის სასამართლომ ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

„ქრონიკისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი დავით კეზერაშვილისა და ვიქტორ ბუტის დღემდე უცნობი კავშირების შესახებ, რომელიც დახურულმა წყარომ მოგვაწოდა. ცნობილია, რომ ვიქტორ ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს. მართალია, ბუტი ტაილანდელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, მაგრამ მისი დაკავების საფუძველი ამერიკის დაზვერვის მიერ ნახორციელებული სპეცოპერაცია გახლდათ. მან თანხმობა განაცხადა, ამერიკელი აგენტებისთვის იარაღი მიეყიდა. აგენტებმა ბუტს თავი „ფარკის", კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად გააცნეს. „ფარკს" ამერიკა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს - ოფიციალურად ჰყავს შეყვანილი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში. წყაროს ინფორმაციით, მართალია, ბუტმა ვერ მოახერხა კოლუმბიელი ტერორისტებისთვის იარაღის მიყიდვა და კოლუმბიელი კლიენტების ნაცვლად, ამერიკელი აგენტები შერჩა ხელში, მაგრამ დაჭერამდე ორი თვით ადრე, მან დავით კეზერაშვილის მეშვეობით, იარაღის დიდი პარტია მიჰყიდა „ფარკს". თუმცა, ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი გარიგება ბუტი-კეზერაშვილისა და „ფარკს" შორის. დუეტმა კოლუმბიელ ტერორისტებს მანამდეც მიჰყიდა იარაღი. ასეთა თუ ისე, დავით კეზერაშვილისა და „ფარკის" დანაშაულებრივი კავშირი იკვეთება. თუ საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრს ეს დაუმტკიცდა, მაშინ მას ამერიკაში მოუწევს ექსტრადირება და იქაური სასამართლო გაასამართლებს. დიდი შანსია, საფრანგეთში დაწყებული სასამართლო პროცესი შეწყდეს და მან ამერიკაში გადაინაცვლოს. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ,რ ომ თავად გაასამართლონ ის დამნაშავენი, რომლებიც მათ „შავ სიაში" მყოფ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებიან. ისევე ვიქტორ ბუტის მაგალითი გავიხსენოთ. ტაილანდის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ბუტი ამ ქვეყნის სასამართლოს გაემართლებინა, რუსეთის ხელისუფლეაც ჩარეული იყო საქმეში და ყველაფერი გააკეთა, რომ ბუტი ამერიკისთვის არ გადაეცათ. თუმცა, ამერიკამ ყველა ღონე იხმარა, რომ რუსი კრიმინალის ამერიკაში ექსტრადირება მოეხდინა და თავისი მაინც გაიტანა, ბანგკოკში დაკავებიდან ორ-ნახევარი წლის შემდეგ, ბუტი ამერიკის ციხეში გადაიყვანეს და ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აბისიტ ვეჯაჯივა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა სახისა და რაოდენობის იარაღი მიჰყიდეს „ფარკს ვიქტორ ბუტმა და დავით კეზერაშვილმა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს - თუ მათ ეს ფაქტი დაუდასტურდათ, კეზერაშვილს აუცილებლად ამერიკაში პატიმრობა ელის, ბუტს კი 25-წლიანი სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდება და, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. მოკლედ, დავით კეზერაშვილის სასამართლოს მოუთმენლად ელიან ამერიკელები და ვიქტორ ბუტი - მას საფრანგეთში მალე წაუყენებენ „ფარკისთვის" იარაღის მიყიდვის ბრალდებას. ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. ამ საქმეს ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამსახური იძიებს და როცა ამერიკელები ჩათვლიან, რომ ყველა სამხილი ხელთ აქვთ, კეზერაშვილსა და ბუტსაც მაშინ წაუყენებენ ამ ბრალდებას.

 

დავით კეზერაშვილს იარაღით ვაჭრობის რამდენიმე ეპიზოდში ედება ბრალი. თუმცა, დიდი რაოდენობით იარაეღი მან 2008 წლის შემდეგ გაყიდა - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ნათქვამია, რომ ყველაფერს ჩამოწერსო და ეს დაიჯერა კეზერაშვილმა. მან საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა სახის იარაღი გაყიდა უცხოეთში და ისე გაასაღა, თითქოს მათი ნაწილი რუსებმა წაიღეს, ნაწილი კი ადგილზე გაანადგურეს. კეზერაშვილს ჰბრალდება სენაკის ბაზიდან 5000 ერთეული ამერიკული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის - „ემ-4"-ის გაყიდვა. ეს იარაღი ნატო-მ გადმოგვცა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის" ფარგლებში. ნატო-ს მიერ ნაჩუქარ იარაღს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ტერორისტებზე ყიდის, ეს იცი ნატო-ს ხელმძღვანელობამ, ნატო-ს წევრი ქვეყნების პირველმა პირებმა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამ დროს კი საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, „ნაცმოძრაობის" სხვა პოლიტიკური ლიდერები, მაშინდელ ოპოზიციას ადანაშაულებდნენ, - ნატო-ში შესვლაში ხელს გვიშლიან, გვაბრკოლებენ, რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რომ ნატო-მ გაგვრიყოსო. არაფერს არ გამოვრიცხავ, სააკაშვილდის ოპოზიციაში, შესაძლოა, მართლა იყო რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე აგენტი ან რუსეთის პოლიტიკური წრეებისგან მართული ოპოზიციონერი, მაგრამ რაც დავით კეზერაშვილმა დააწია „ნაცმოძრაობას" ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, რაც მან გაუკეთა უშურველად რუსეთს საქართველოს ნატო-ში ვერგაწევრიანებისთვის, ამას მთელი ოპოზიცია ერთად ვერ შეძლებდა, ოპოზიციის ყველა ლიდერი მართლა რუსეთის აგენტი რომ ყოფილიყო.

 

დავით კეზერაშვილს მარტო სენაკის ბაზა არ გაუქურდავს და მარტო იმ ბაზიდან გატანილი იარაღი არ მიუყიდია საერთაშორისო ტერორისტებისთვის. კეზერაშვილს, რომელსაც სინდისის ნატამალი არ გააჩნია, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისთვის არ დაუცდია, რომ „ჩამოწერილი" იარაღი გაეყიდა. ომის დროს, ნორიოს სპეცრაზმის ბაზას კუდ-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი იცავდა. თავად სპეცრაზმელები ომში იყვნენ. 12 აგვისტოს, საღამოს, კუდის ქვედანაყოფმა მიიღო სატელეფონო ბრძანება, რომ ნორიოსბაზა დაეტოვებინა. წყაროს ინფორმაციით, იმავე ღამით, დავით კეზერაშვილის ბრძანებით, ნორიოს ბაზაზე მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მანქანები და რაც ბაზაზე იარაღი იყო, სულ გაზიდეს. ბაზაზე კი, სულ მცირე, 300 000 დოლარის შეიარაღება იყო. არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება 12 აგვისტოს, ღამით, როცა სარკოზი-მედვედევის ცნობილი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჯერ არ არის ხელმოწერილი, ამ დოკუმენტს ხელი იმ დღეს, ოღონდ მოგვიანებით მოეწერა, რუსეთის ჯარი იგოეთში დგას და თბილისის ასაღებად ემზადება, ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა კი, ცხინვალის მახლობელ, გორის, კასპისა და ქარელის სოფლებში რუს ჯარისკაცებთან ბრძოლას ეწირებიან. „ნაციონალები" ომის წაგების ათას ვერსიაზე ლაპარაკობენ, ათას სისულელეს წამოროშავენ ხოლმე და ყველაფერს სხვას აბრალებენ, მაგრამ ნარკომანი, არაპროფესიონალი, ომის დროს იარაღით მოვაჭრე თავდაცვის მინისტრი რომ ჰყავდათ, ამაზე კრინტს არ ძრავენ. ისე, ეგენი თუ საერთოდ ჩაიკმენდენ ხმას, უკეთესიც იქნებქა - ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს სააკაშვილის თავდაცვის მინისტრის შესახებ ამ წერილიდანაც გაიგებს.

 

გონიოს სპეცრაზმის ბაზიდან წამოღებული იარაღი, დავით კეზერაშვილმა 17 აგვისტოს, ღამით, ყულევის ტერმინალში დატვირთა პატარა გემზე, რომელმაც მერე ეს იარაღი ბათუმის პორტში ჩაიტანა და იქ, ასევე ღამით, გადატვირთა ერთ-ერთ ვითომ სავაჭრო გემზე, რომელიც უკრაინული დროშით დაცურავდა და რომელიც, რეალურად, ვიქტორ ბუტს ეკუთვნოდა. ამავე გემზე დატვირთეს სენაკის ბაზიდან ასევე, ფარულად გამოტანილი, ნატო-ს ნაჩუქარი ამერიკული ავტომატები - „ემ-4." წყაროს ინფორმაციით, ეს იარაღი შემდეგ სამხრეთ ამერიკაში მოხვდა და კლიენტებს ის ვიქტორ ბუტმა გადასცა - კოლუმბიელ პარტიზან-ტერორისტებს, „ფარკი" წევრებს. კეზერაშვილმ ა ყულევის ტერმინალი იმიტომ გამოიყენა, რომ ფოთის პორტი რუსების მიერ იყო დაბომბილი. ბათუმში ამერიკული კრეისერი იდგა და შეეშინდა სამხედრო სატვირთო ავტომობილებით იარაღის პორტში მიტანა და მერე მისი გემზე ატანა. გაშლილ ზღვაში კი, მისი აზრით, ეს ნაკლებად სარგისკო იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, არ შემცდარა.

 

ახლა წარმოიდგინეთ კეზერაშვილის თავხედობა. ამერიკული კრეისერი, ამერიკის მე-6 ფლოტის ფლაგმანი „მაუნტ უიტნი" საქართველოს დასახმარებლად ბათუმის პორტში დგას. მართალია, ამერიკელები საბრძოლო მოქმედებებში არ ერევიან, მაგრამ ეს დიდი მორალური მხარდაჭერა იყო ჩვენთვის. პრაქტიკული თვალსაზრისით კი იმის გარანტია, რომ რუსეთს ომი რომც განეახლებინა (იმ დროს რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ საქართველოში იყვნენ, მათ ოქტომბერში დატოვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია), შავი ზღვის აკვატორიაში საბრძოლო მოქმედებებს ვერ აწარმოებდა. გარდა ამისა, „მაუნტ უიტნის" სუპერთანამედროვე რადარები ჰქონდა დამონტაჟებული, რომელთაც ზემძლავრი სადაზვერვო მონაცემები გააჩნდა. ამ რადარების მეშვეობით, არა მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიას, მთელ კავკასიასა და რუსეთის საკმაოდ დიდ ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ. შეიძლება ითქვას, ამერიკულ კრეისერს, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბუზის გაფრენა არ გამოეპარებოდა და მით უფრო, იქვე, ყურისძირში, პატარა გემით იარაღის გატანა. თუმცა კეზერაშვილი იმაზე თავხედი გამოდგა, ვიდრე ამერიკელები წარმოიდგენდნენ. რასაც არ ელოდნენ და რაც ამერიკელთათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, კეზერაშვილმა სწორედ ის გააკეთა. მის მიერ კონტროლირებად კვების პროდუქტების მწარმოებელ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში მიიტანა იარაღი, იქ „დააფასოვა" - საკვები პროდუქტების ყუთებში ჩააწყო და ისე მიიტანა ყულევში. შემდეგ, ბათუმის პორტში და გემიდან გემზე აიტანა. ამერიკელებმა, ცხადია, გემების ეს მოძრაობები შენიშნეს, მაგრამ მათ, ალბათ, ჩათვალეს ისე, როგორც კეზერაშვილმა დაგეგმა - რომ ეს იყო ჩვეულებრივი სავაჭრო ტვირთი, რომელიც საქართველოდან უკრაინის დროშის ქვეშ მცურავ გემს უნდა გაეტანა. იმ მომენტში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში ამერიკელები როგორ შეუშლიდნენ ხელს, როცა თავად ამერიკაც და სხვა უამრავი ქვეყანა, საქართველოში ჰუმანიტარულ ტვირთს ყოველდღე აგზავნიდა.

 

ამერიკელ სამხედროთა მდიდარი ფანტაზიაც კი ვერ წარმოიდგენდა, კრეისერზე მყოფი თავისი სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებით, რომ იმ დროს, როცა ისინი საქართველოს დასახმარებლად იყვნენ ბათუმის პორტში შემოსულნი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, მათ თვალწინ, „ნაგლად" ტვირთავდა გემს მათივე, ამერიკული იარაღით და ამ იარაღს ამერიკელთა მტერს, კოლუმბიურ ტერორისტულ ორგანიზაციას „ფარკს" უგზავნიდა და ამით მილიონებს შოულობდა.

კვაჭი კვაჭანტირაძე გადაიკითხეთ და თუ ამგვარი ტრიუკი ჰქონდეს ჩატარებული მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შექმნილ ამ უბადლო აფერისტსა და ავანტიურისტს, თავს მოვიჭრი!


ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016