reportiori.ge - იუსტიციისა და შს სამინისტროები გიგა ბოკერიას განცხადებას არ ეთანხმებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 12:48
პოლიტიკა
იუსტიციისა და შს სამინისტროები გიგა ბოკერიას განცხადებას არ ეთანხმებიან
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 18:28

საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას, საქართველოს მთავრობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიმართ არ ეთანხმებიან. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არ ეთანხმებიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს მთავრობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიმართ 2013 წლის 30 ივლისს გაკეთებულ განცხადებას შემდეგი გარემოებების გამო: 
1. განცხადების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეებისათვის ცალკეული კითხვარის შევსების შეთავაზება, რომელიც შეიცავს კითხვებს პარტიულობის, პოლიტიკური პრეფერენციებისა და რეგიონალური წარმომავლობის შესახებ, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედების მცდელობად და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებად იქნეს აღქმული. საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენების აკრძალული შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ, კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ თავიანთი შენობების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების, ტექნიკის გამოყენება, საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას, რადგანაც, როგორც თავად განცხადებაში ფიქსირდება, გამოკითხვა ტარდებოდა ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ამავე დაწესებულის თხოვნით, რომელსაც დახმარებას უწევდა მთავრობის კანცელარია და რომლის მიზანი იყო "საჯარო სექტორში დასაქმების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი". ამდენად, საქმე არ გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დახმარებასთან ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებასთან.
2. განცხადების მიხედვით, საჯარო მოსამსახურეების მიერ ანონიმური კითხვარების შევსებამ გამოიწვია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების დარღვევა. კერძოდ, ადმინისტრაცული ორგანოს მიერ მოხდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის (ინფორმაცია ინდივიდის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ) დამუშავება შესაბამისი საფუძვლის გარეშე. "დარღვეულია ის ნორმა (მუხლი 6. 2. ა), რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტმა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა წერილობით უნდა გამოხატოს".
აღსანიშნავია, რომ ანონიმური კითხვარის შევსება სავალდებულო არ იყო. გარდა ამისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ავსებს კითხვარს ისე, რომ იცის, რა მიზნით მოხდება მისი გამოყენება, ამით იგი გამოხატავს თანხმობას დეკლარირებული მიზნის ფარგლებში მის მიერ მითითებული მონაცემების შემდგომ გამოყენებაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული პოზიცია გაზიარებულია უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის მიერ",
-ნათქვამია განცხადებაში.
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სამინისტროების თანამშრომლებს პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე გამოკითხვა უტარდებათ. როგორც გიგა ბოკერიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებათაშორის კომისიას სამინისტროების თანამშრომლებმა კონფიდენციალურად განუცხადეს, რომ გამოკითხვას კოორდინირებას მთავრობის კანცელარია უწევს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016