reportiori.ge - გურამ ოდიშარია შპს "RMG GOLD" - ის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:58
კულტურა
გურამ ოდიშარია შპს "RMG GOLD" - ის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს მიმართავს
ავტორი:
13 იანვარი, 2014. 21:22

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  გურამ ოდიშარია   შპს "RMG GOLD" - ის გენერალურ დირექტორს   სერგეი ეგანოვს განცხადებით მიმართავს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:  


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი ( #686 19.11.2013) თანდართულდოკუმენტაციასთან (საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში 2013 წლის 21 ოქტომბერი-12 ნოემბერი. შპსარქეოლოგთა გაერთიანება" 2013 წელი) ერთად. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბორცვის მიმდებარედ შესწავლილია შუა საუკუნეების .. მარანი და ამავე პერიოდის სამაროვანი. 


რაც შეეხება ბორცვზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს, ანგარიშის მიხედვით, მისი არსებობა არ დადასტურდა, რაც ეწინააღმდეგება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე ბოლო 7 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების შედეგად შემუშავებულ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დასტურდება პრეისტორიული პერიოდის (ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა) კულტურული ფენები.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპსარქეოლოგთა გაერთიანების" მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშზე დაყრდნობით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვერ გასცემს დადებით დასკვნას სალიცენზიო ტერიტორიის ამ მონაკვეთში წიაღისეულის მოპოვებასა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამუშაოების განსახორციელებლად. ამდენად, ობიექტის სრულად შესწავლის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, აღნიშნულ ბორცვზე ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები. ამ აზრს ერთსულოვნად ადასტურებენ როგორც კულტურული მემივდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიური სექციის წევრები, ასევე საბჭოს სხდომაზე მოწვეული არქეოლოგები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებია აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წერილში (#010107-397/517 23.12.2013) ცალსახად დაფიქსირებული პოზიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ.

პატივისცემით, 

მინისტრი 
გურამ ოდიშარია"


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016