reportiori.ge - სასამართლოს მიერ 5 წლის ასაკში მევალედ აღიარებული გიორგი კახურაშვილი ქუჩაში დარჩენის მოლოდინშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:53
მედია
სასამართლოს მიერ 5 წლის ასაკში მევალედ აღიარებული გიორგი კახურაშვილი ქუჩაში დარჩენის მოლოდინშია
ავტორი:
14 იანვარი, 2014. 18:07

 

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“ მასალას აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტი მირიან ბოქოლოშვილი 8 წლის გიორგი კახურაშვილზე წერს, რომელიც კერ კიდევ 5 წლის იყო, როდესაც სასამართლომ ოფიციალურ მევალედ ცნო და 7 ათასამდე დოლარის გადახდის პასუხისმგებლობა დააკისრა. მცირეწლოვანს მამის მიერ აღებული ვალის  გადახდას სთხოვენ, წინააღდმეგ შემთხვევაში კი ქუჩაში გამოსახლებით ემუქრებიან.

 

გამოცემის ინფორმაციით, აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცედურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჯერ-ჯერობით შეაჩერა, თუმცა არავინ იცის, როდის მიუკაკუნებენ კარს პატარა გიორგის. ამასობაში ბავშვის ჯანმრთელობა გაუარესდა. როგორ სახალხო დამცველის რეკომენდაციით ხდება ცნობილი, მას ნერვული სისტემის მოშლის ნიშნები აქვს. გიორგის დედის, ნანა კახურაშვილის თქმით, ბავშვის მკურნალობა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს.

 

საქმე 2010 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალის“ მიერ იმედა კახურაშვილთან დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აღებულ სესხს ეხება. მამამ შვილის საკუთრებაში არსებული, ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი დატვირთა. როგორც კახურაშვლები ამბობენ, ხელშეკრულების დადების მომენტში ნოტარიუსმაა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იურისტს მათთვის არ მიუციათ განმარტება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, არ ჰქონდათ მცირეწლოვანი ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება. საბოლოოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გიორგი კახურშვილის სახელზე რიცხული ქონება აუქციონზე გასხვისდა. სახლის ამჟამინდელმა მესაკუთრემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა თხოვნით, „სხვისი მფლობელობიდან უძრავი ქონების მოთხოვნის თაობაზე“ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ. კახურაშვილებს უკვე მიეცათ შეტყობინება ხაშურში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით დროებით შეჩერდა გამოსახლების პროცესი, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. კახურაშვილები კიდევ ერთხელ აპირებენ საქართველოს სასამართლოში სცადონ ბედი. უარეს შემთხვევაში კი სარჩელს ევროპის ადამიანთა დაცვის სასამართლოსთვის მოამზადებენ.

 

„მერწმუნეთ, ევროპის სასამართლოსთვის სულერთი არ იქნება, როდესაც გაიგებენ, როგორ ეპყრობიან ბავშვებს საქართველოში. ჩემმა მეუღლემ ბანკიდან გამოიტანა კრედიტი მეცხოველეობის, კერძოდ მეღორეობის წამოსაწყებად. ეს იყო 2009-2010 წლები. მოგეხსენებათ, მაშინ მთელ საქართველოს მოედი ე.წ. „ღორის ჭირი“ და ჩვენმა ბიზნესმაც ვერ გაამართლა. დღეის მდგომარეობით, ძირი თანხის მთლიანად გვაქვს დაფარული, საერთო ჯამში, 6 750 დოლარზეა საუბარი და დამატებით გადახდილია 1 500 დოლარზე მეტი. ამჟამად ბავშვი ნევროლოგიის ცენტრში დაგვყავს“, -აცხადებს გიორგის დედა.

 

ამ საკითხით პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც დაინტერესდა. მან რეკომენდაციით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს, მიხეილ სარჯველაძეს.

 

მიმართვაში ბესელია თხოვს მას, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოძებნონ საკანონმდებლო შესაძლებლობა აღსრულების გადადების შესახებ, რათა მშობლის წარუმატებელი ბიზნესის გამო არ შეილახოს მცირეწლოვანი ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016