reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე ექსპერტებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 12:54
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე ექსპერტებს შეხვდა
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 19:12

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგების ინიციატივით შეხვედრა დღეს გაიმართა და მას პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დაესწრო. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ნანა დევდარიანი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საშინაო და საგრეო პოლიტიკურ საკითხებს, არსებულ მდგომარეობას და სამომავლო ხედვებს. ექსპერტებმა მოისმინეს, ნინო ბურჯანაძის ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 
"დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მე მადლობელი ვარ ქალბატონი ნანა დევდარიანის, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ექსპერტებთან შეხვედრას. შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ საქართელოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. ექსპერტებს აინტერესებდათ ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, მოსაზრებები ჩემს საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავ მე ქვეყნის მომავალ განვითარებას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით. მათ ასევე აინტერესებდათ დღევანდელი რეალობის შეფასება. ვფიქრობ, ეს დისკუსია იქნება საინტერესო ორმხრივად, რადგან ჩემთვისაც საინტერესოა კვალიფიციური მოსაზრებების მოსმენა. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით და ამაში დამეთანხმა ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ პრობლემას სასწრაფოდ გამოსწორება და შველა სჭირდება, რადგან პრობლემები გროვდება და რაც დრო გადის, პრობლემების მოგვარება უფრო და უფრო რთული ხდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016