ბიზნესომბუდსმენის , გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნესმენებისა და პრემიერის დღევანდელი შეხვედრა ბიზნესსა და სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლებს შორის დიალოგს ემსახურება. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამგვარი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
"ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ამ დიალოგს, როგორც მედიატორმა. ველოდებით ბიზნესმენების კითხვებს და შესაბამისად, პრემიერის პასუხებს. მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ უკვე მოვიდა შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დრო. ჩვენ ვაფიქსირებთ - ბიზნესზე ზეწოლა არ არსებობს, გვაქვს თავისუფალი სასამართლო, ყველანაირად მხარს ვუჭერთ ბიზნესის განვითარებას და მოვიდა დრო, გადავდგათ კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯები ბიზნესის წინსვლისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ,. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან სასტუმრო "რედისონში" იმართება. შეხვედრაზე 80-მდე ბიზნესმენია მიწვეული, რომელთა შორის უცხოელებიც არიან.