reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს: მსურს საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:36
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს: მსურს საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას
ავტორი: ანა ნოდია
15 იანვარი, 2014. 14:40

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემო. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, დღევანდელი შეხვედრით მას სურს საფუძველი ჩაეყაროს გულწრფელ და ეფექტიან დიალოგს ბიზნესსაზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. 


"მსურს საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობას და განვითარებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას


მესმის იმ წვლილის მნიშვნელობა, რომელიც ბიზნესმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში უნდა შეიტანოს
ჩვენ, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის მთავარი პრობლემის - სიღარიბის გადაჭრას", - განაცხადა პრემიერმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016