reportiori.ge - გაზეთი „ალია“ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:07
მედია
გაზეთი „ალია“ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს
ავტორი:
15 იანვარი, 2014. 15:00

გაზეთი „ალია" საფრანგეთში მცხოვრები გავლენიანი წყაროს მიერ მიწოდებულ საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ დეტალური ანგარიშებია მოცემული. „ალიას" ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი Future produqts company-ის შვილობილი კომპანიის „FPC"-ის 100%-იანი დამფუძნებელი და მეწილეა.


როგორც „ალია" წერს, დავით კეზერაშვილით 4 ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იარაღით "ალ ქაიდას", სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ამარაგებდა. ამასთან, გაზეთის ცნობით, აღნიშნულ საქმეში კეზერაშვილთან ერთად ჩართული იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და აღნიშნული თანხა სააკაშვილამდე დღემდე მოედინება.


„2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც 2009 წელს „FPC"-მა საქმიანობა დაიწყო, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა. ამავე წელს ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლარს მიაღწია. ეს დოკუმენტი ამყარებს ეჭვს იმ ვერსიაზე, რომ კეზერაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაააქტიურა იარაღით უკანონო ვაჭრობა და მისმა თანხებმაც კოლოსალურ ციფრებს მიაღწია. კეზერაშვილით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირი ჰქონდა „ალ-ქაიდასთან", რომელსაც იარაღით ამარაგებდა, ასევე საუბარია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე. კეზერაშვილი ასეთი სქემით მოქმედებდა: იარაღის შესყიდვა ხდებოდა საქართველოსთვის, შემდეგ ფორმდებოდა ფორმალური ტრანზიტი და გადიოდა მესამე ქვეყნებში, სადაც იყიდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებზე. კეზერაშვილს ბულგარული კომპანია „არსენალი" თანხის მითვისებაში ადანაშაულებს და მას 100 მილიონ დოლარს ედავება. მათი მტკიცებით, ქარხნის პროდუქცია ქართულმა მხარემ 2008 წელს შეისყიდა, თუმცა, თანხის დიდი ნაწილი, 100 მილიონი, აღარ გადაუხადა. ამერიკული ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook წერს, რომ საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. 2004-2006 წლამდე კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა, რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ასე შემდეგ. ის „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე დიდი შავი ბაზარი არსებობს. კეზერაშვილი ამყარებს ურთიერთობებს ამ კრიმინალურ სფეროშიც... ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ქვეყანა, რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა. ის, რომ იარაღს არ ყიდულობდნენ მხოლოდ ჯარისთვის, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად. არის ვარაუდი, რომ ჯარისთვის განკუთვნილი იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდათ. კეზერაშვილი ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა და ყველა კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაში თანამშრომლობდა. აფხაზეთის ომის ვეტერანის, საბრძოლო ქვედანაყოფ „ავაზას" მეთაურის, აგვისტოს ომის მონაწილის, გენერალ ტრისტან წითელაშვილის მტკიცებით, კეზერაშვილი აქტიურ კავშირში იყო იარაღით უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო დამნაშავე ვიქტორ ბუტისთან. მისი თქმით, საქართველო იარაღს უკრაინისგან ყიდულობდა, თუმცა ისეთი ტიპის სამხედრო ტექნიკაა შეძენილი, რომელიც რუსეთის გარეშე საქართველოში ვერ მოხვდებოდა. უკრაინის „უკსპეცექსპორტს", რომელიც იარაღის ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს „როსვაარუჟენიასთან". შესაბამისად, „როსვაარუჟენიასთან" თანხმობის გარეშე, უკრაინა საქართველოს შეიარაღებას ვერ მიყიდდა. კეზერაშვილის მინისტრობის დროს უშუალოდ სააკაშვილმა დაამყარა კავშირები იუშჩენკოს მეშვეობით „უკსპეცექსპორტთან", რომლის ხელმძღვანელიც ბონდარჩუკია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად გაფორმდა ძვირადღირებული იარაღის შემოსვლა, საქართველოში ეს იარაღი არ შემოსულა. თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა. ეს ქვეყნებია: სირია, ირანი, ლათინოამერიკული ქვეყნები. წითელაშვილი „ალიასთან" იმ მაქინაციური სქემის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გაქრა. „არის ფირმა „ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ოშფორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა „ბელ თრეინგში", იქიდან კი - „უკსპეცექსპორტში". თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხები უკრანიაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ თანხის პირდაპირი გადარიცხვით ფულს ვერ გააკეთებდნენ. მაგალითად, „ბელ თრეინგში" ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოშფორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში". იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდგომ საქართველო იარაღს სირიასა და ირანზე ყიდდა. ამ საერთაშორისო დანაშაულის წყალობით, წინა ხელისუფლებამ 100 მილიარდი იშოვა... სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ დუბაიდან ჩემოდნებით ფული დღემდე მოედინება სააკაშვილამდე." - წერენ გაზეთ „ალიაში".



 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016