reportiori.ge - თენგიზ კიტოვანი: ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 12:29
პოლიტიკა
თენგიზ კიტოვანი: ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 19:59

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ზურაბ ჯვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ვრცელ ინტერვიუს აძლევს. მისი ინფორმაციით, ჟვანია მოკლულია.

„ეს გათამაშებული დიდი სცენაა, რომ ჟვანია და უსუპოვი,  გაზით გაიგუდნენ.  ორივე დახოცეს. ჟვანიას მკვლელობაში პირდაპირ სააკაშვილის ხელი ურევია. დაახლოებით ვიცი, რომ საფერფლე ჩაარტყეს თავში. მკვლელობა შავნაბადაზე მოხდა. ჯერ საფერფლე ჩაარტყეს თავში და მერე მოკლეს. ჩემი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობას  ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე  და  ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ"- ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

კიტოვანის თქმით, ჟვანიას მკვლელობაში  სააკაშვილიც  ღებულობდა მონაწილეობას. მერაბიშვილიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. რაც შეეხება ოქრუაშვილს, კიტოვანი აცხადებს, რომ ის სააკაშვილთან  დაახლოებული პირი იყო, „სხვა მეგობრული კავშირი ჰქონდათ", ამიტომ მისი მხრიდან მკვლელობის შესახებ  არ გაჟღერებულა.

 „ამ ამბავს ოქრუაშვილი არ გააჟღერებდა.  მაგის გამო გაუშვეს უცხოეთში და გზა მშვიდობისა უსურვეს."- მიიჩნევს კიტოვანი.

მიუხედავად  განცხადებებისა, ყოფილი მინისტრი გენერალურ პროკურატურსთან ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს.

„ეს ყველაფერი ასჯერ დავწერე. ჩვენება არის ყველაფერი, რაც მე  გაზეთებში დავბეჭდე. არავინ მოსულა ჩემთან. ეს რომ მართალი არ ყოფილიყო, ოქრუაშვილი, უეჭველად, მიჩივლებდა."- აღნიშნა კიტოვანმა.

ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მის განცხადებები არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინფორმაციო წყაროებს არ ასახელებს.

„ასეთ ბრალდებებს რომ კაცს წაუყენებ, ეს უკვე არასერიოზულს არ ჰგავს. ეს სინამდვილეა. წყაროებს არ ვამბობ, იმიტომ რომ არ მჩვევია ახალი გვარების ხსენება, მაგრამ ისე იყო როგორც ვთქვი." -  განაცხადა თენგიზ კიტოვანმა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016