reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს: გპირდებით, მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება არსებობდეს თქვენს საქმიანობაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:28
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს: გპირდებით, მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება არსებობდეს თქვენს საქმიანობაში
ავტორი: ანა ნოდია
15 იანვარი, 2014. 16:01

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას შეუდგა "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, გარდა ამისა საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა.


პრემიერის ცნობით, დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც, მისივე შეფასებით, ძლიერი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.


"საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით უნდა შევუწყოთ ხელი დაწყებითი ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, უნდა შევქმნათ საფუძველი, რომლის შემდეგაც კომერციული ბანკები მოახერხებენ ახალ შექმნილი ბიზნესის დაკრედიტებას", - აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერის განმარტებით, 2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო პოტენციალს და 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს. 

"ეს მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ კარგად გვესმის ხელისუფლების როლი ამ პროცესში და ვხედავთ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ეკონომიკისათვის ისეთი პრიორიტეტული ამოცანები, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების განვითარება და ამის შედეგად - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

მე, როგორც მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება არსებობდეს თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ სტიმული ბიზნესის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება. წარმატებებს გისურვებთ ყველას, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016