reportiori.ge - გრიგოლ ჭირაქაძე: პრემიერთან ჩვენი შეთავაზება იყო მოხდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი ეკონომიკური დეკლარაციის მიღება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:50
ეკონომიკა
გრიგოლ ჭირაქაძე: პრემიერთან ჩვენი შეთავაზება იყო მოხდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი ეკონომიკური დეკლარაციის მიღება
ავტორი: ანა ნოდია
15 იანვარი, 2014. 17:21

ბიზნესასოციაცია საქართველოს მთავრობას ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკური დეკლარაციის მიღებას სთავაზობს. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გრიგოლ ჭირაქაძემ განაცხადა, რომ ამ შეთავაზებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიმართა. 


"ჩვენი შეთავაზება იყო მოხდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი ეკონომიკური დეკლარაციის მიღება, რომლითაც ფუნდამენტურ საკითხებზე მოხდება ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება. ეკონომიკურმა დეკლარაციამ უნდა მოიცვას თამაშის წესები და მნიშვნელოვანი საკითხები. პრემიერმა განაცხადა, რომ მზადაა ეკონომიკურ გუნდთან ერთად ჩვენთან თანამშრომლობისთვის.


პრემიერ-მინისტრის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ ბიზნესმენები, ბიზნესასოციაციები ჩავერთოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. საუბარია, ეკონომიკურ სტრატეგიაზე. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა არსებობს, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც დღეს არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთმ, რომ მოხდეს ასეთი საკითხების გადაწყვეტა. ასევე მზად ვართ, მოხდეს კომუნიკაციის არხების დახვეწა", - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016