reportiori.ge - მსხვერპლშეწირვის შემზარავი ისტორიები, რომელიც დღესაც მოქმედებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:22
ყვითელი
მსხვერპლშეწირვის შემზარავი ისტორიები, რომელიც დღესაც მოქმედებს
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 11:55

კაცობრიობა მსხვერპლშეწირვის პერიოდიდან საუკუნეების წინ გამოვიდა, თუმცა გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევები დღევანდელ სამყაროშიც კი ხდება. ყველამ კარგად იცის ალბინიზმის შესახებ. ეს არის კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არქონა ადამიანებსა და ცხოველებში.


ყველაზე მეტი ალბინოსი ტანზანიაშია. აქ 200 000 -ზე მეტი ალბინოსი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ტანზანიაში ალბინოსად დაბადება სიკვდილის ტოლფასია. ადგილობრივები ალბინოსებს მააჯაბუს, ანუ საოცრებას უწოდებენ და ხან ღვთის სასწაულად მიიჩნევენ მათ, ხან კი წყევლად. სწორედ ამიტომ, ალბინოსების ცხოვრება ტანზანიაში კოშმარად იქცა. მაგიის მიმდევრები მათ მოსაკლავად დასდევენ, რადგან ჰგონიათ, რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. როგორც წესი, ალბინოსი ადამიანის სხეულის ნაწილების სრული კომპლექტი : ყურები, ცხვირი, ენა, გენიტალიები და ხელ-ფეხი 50 000 დოლარზე მეტი ღირს. ხშირად ალბინოსებს ცოცხლადაც მარხავენ, ამიტომ თავის დასაცავად მოზარდები სახლებიდან ცივი იარაღით გადიან.


ინდოეთში მცხოვრებ წყვილს საოცრად სურდა ვაჟის ყოლა, თუმცა ღმერთმა მათ გვარის გამგრძელებელი არ აჩუქა. პრობლემის მოსაგვარებლად წყვილი გურუსთან მივიდა, რომელმაც მათ ბავშვის მოტაცება და მსხვერპლად შეწირვა ურჩია. წყვილმა დაუჯერა მას და მეზობელი ოჯახის პატარა, 6 წლის მონო კუმარი მოიტაცა. დაქორწინებულებმა ბავშვი საზარლად მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს. სწორედ ისე, როგორც მათ გურუმ ურჩია.


2010 წლის მარტში კი ბანგლადეშში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოჯახმა, რომელიც აგურის გალავანს აშენებდა, აგურის ნაკლებობის გამო, მოხელე კედლის შიგთავსად   გამოსაყენებლად გაიმეტა. ამისათვის ოჯახმა თავის 4 მოხელეს ერთ-ერთი მათგანის მოკვლა დაავალა და მისი სხეული კედელში ჩააყოლა.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016