reportiori.ge - ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ხარაგაულში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:48
რეგიონები
ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ხარაგაულში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
ავტორი: ანა შანიძე
17 იანვარი, 2014. 14:14

„მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2 109 544 ლარი დაიხარჯება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად მუნიციპალური მნიშვნელობის შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიიჩნია. იგეგმება კიცხი-ხიდარის, ვარძია-წყალაფორეთის, ხარაგაული-ფარცხნალის (2,1 კმ)  გზების მოასფალტება.


საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, სამ სოფელში - ხიდარი, წყალაფორეთი, ბორითი -  საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყება.


ასევე დამონტაჟდება გარე განათება  ხარაგაული-საქარიქედის (4 კმ,) ისლარი-ფარცხნალისა და  (1 კმ), ბორითი-მაქათუბანის გზის მონაკვეთებზე.


მთავრობამ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი 7 პროექტი უკვე დაამტკიცა.


შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016