reportiori.ge - პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:20
პოლიტიკა
პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 11:20

საკითხს პარლამენტის წინაშე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი სვამს, რომელმაც გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე, შუალედური დასკვნა წარადგინა. ხიდაშელი კვიტაიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 6 აგვისტოს პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

როგორც დეპუტატი შესწავლილი მასალების საფუძველზე აცხადებს, ნათელია კომისიის მიერ უფლებამოსილებების დისკრიმინაციული და არაპროპორციული გამოყენება.

"მაგალითად "მაუწყებლობის შესახებ" კანონით კომისიას აქვს უფლება და ვალდებულება მონიტორინგი განახორციელოს ტელევიზიების მიერ საავტორო უფლებების დაცვაზე, რაც კომისიის მხრიდან არც ერთხელ გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, "ეროვნული კომუნიკაციების შესახებ" კანონით - საკაბელოებთან მიმართებაში, მას ასეთი უფლება არ აქვს, მაგრამ ასეთ უფლებას იყენებდა. ამის გამოყენება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც მისთვის აქტუალური გახდა გმგ-ის (GMG) ლობირება. პრაქტიკულად ყველა პატარა საკაბელო კომპანიას ექმნებოდა პრობლემა და მათ 20-30 ათასი ლარის ოდენობის სანქციებს ადებდნენ, რათა ბაზრიდან გაეძევებინათ და გმგ მთავარ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ასევე ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები, როცა კომპანიასთან მარტივი გასაუბრება არ იყო საკმარისი და ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა. მაგალითად, შპს "მადის" ხელმძღვანელი იმის გამო დააპატიმრეს, რომ არ დათანხმდა ლიცენზიის გმგ-სთვის გადაცემას და გაუშვეს მას შემდეგ, რაც მისგან ასეთი თანხმობა მიიღეს. მან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი, როცა 3 ათასი აბონენტი ჰყავდა, უსასყიდლოდ გმგ-ის გადასცა. გარდა ამისა, იკვეთება პრობლემები, რომელიც წარმოეშვათ საკაბელო კომპანიებს, რათა ამოეღოთ "მაესტრო" პაკეტიდან. გარდა ამისა, 2008 წელს, როცა "მაესტრო" ლიცენზიის მოდიფიკაციას ითხოვდა, კომისიამ დასკვანში დაწერა, რომ "მაესტროს" უნდა ეთქვას უარი იმის გამო, რომ არ არსებობდა კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა ტიპის ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას. შემდეგ კომისიამ შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას მთელი სამი წელი მოანდომა. სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად აკრძალული იყო ნებისმიერი ტიპის ლიცენზიის გაცემა, რითაც ხელოვნურად შეიზღუდა ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარება და ამ სფეროში ახალი მოთამაშეების დაშვებას შეუშალა ხელი", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, იკვეთება პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტის არსებობასთან.

"ბატონი ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო ბიზნესის პატრონი იყო. სამართლებრივად ამას ჰქვია ის, რომ წილი ჰქონდა მთავარ სარეკლამო კომპანიაში, რომელსაც სარეკლამო ბაზრის 90% ეკუთვნოდა. "რუსთავი "- სა და "იმედის" შემთხვევაში მუდმივად ხდებოდა, სარეკლამო კანონების, დადგენილი ლიმიტების დარღვევა და ამაზე არავინ რეაგირებდა, რადგან ეს მისი ინტერესი იყო", - აღნიშნა ხიდაშელმა, რომლის თქმითაც, იკვეთება ფაქტები, რაც პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016