პარლამენტმა, 81 ხმით, სახალხო დამცველის დადგენილებასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო. პარლამენტი შსს, სასჯელაღსრულებისა, ლტოლვილთა და უძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. მთავრობას, სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულებას სთხოვს.
პარლამენტის „ადამიანთა უფელაბათა დაცვის" კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ნანუაშვილის მოხსენებას აფასებს. მისი თქმით, აღნისნულ საკითხებთან დაკავშირებით, გამოძიება სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს.
„ამ ანგარიშის საფუძველზე მივიღეთ ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტი, გამოძიებულიუნდა იყოს ყველა ის საქმე, რომელიც წარმოთქმული იყო მოხსენებაში. საკუთრების უფლების ჩამორთმევა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მთლიანობაში რეკომენდაციები საკმაოდ ბევრია და ყველა სახის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი მექანიზმების შექმნას ეხმიანება."-აცხადებს ეკა ბესელია.