reportiori.ge - დაჭრილი სამხედროები ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიისთვის იბრძოლებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:41
საზოგადოება
დაჭრილი სამხედროები ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიისთვის იბრძოლებენ
ავტორი: ანა შანიძე
17 იანვარი, 2014. 15:22

ავღანეთში, ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროები გერმანიაში გაემგზავრნენ. გაზაფხულზე, ფარიკაობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. როგორც „რეპორტიორს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კაპრალები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი ამ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის 5 დღეს გაგრძელდება და 21 იანვარს დასრულდება. მსგავსი სახის 8 ტურნირი გერმანიის შემდეგ, მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყანაში გაიმართება. დაგროვილი ქულების მიხედვით გაირკვევა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა ვინაობა.


ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი გერმანიაში თბილისის პარასპორტული განვითარების ცენტრის დახმარებით გაემგზავრნენ. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოდან კიდევ ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი გაემგზავრა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016