reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის თითის მოჭრის ფაქტს უარყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:04
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის თითის მოჭრის ფაქტს უარყოფს
ავტორი: ანა შანიძე
17 იანვარი, 2014. 15:24

სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის მხრიდან თითის მოჭრის ფაქტს უარყოფს. როგორც „რეპორტიორს" სამინისტროდან აცნობეს, სოფრომაძემ 7 იანვარს წინა მხრის ნაკვეთი ჭრილობა მიიყენა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

 

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში, მსჯავრდებულმა ჯაბა სოფრომაძემ გაუსაძლისი ჰიგიენური პირობების გამო თავი დაიზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებული ციხის ადმინისტრაციისგან ითხოვდა სასჯელაღსრულების N6 დახურული ტიპის დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების N14 ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო მან 7 იანვარს წინა მხრის ნაკვეთი ჭრილობა მიიყენა, სოფრომაძემ ჭრილობის დამუშავებაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი ნეკა თითის წინა ფალანგიც მოიჭრა. დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა დროულად მოახდინა რეაგირება და გამოიძახეს ქირურგიული რიგადა, რომელმაც პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. თავდაპირველად პაციენტი უარს აცხადებდა საავადმყოფოში გადაყვანაზე, თუმცა 9 იანვარს, მოლაპარაკების შემდეგ, ის გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში. დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ მსჯავრდებულს უგრძელდება სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობადა უმუშავდება ჭრილობა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ სამინისტროში.


სამინისტროს განცხადებით, პატიმრის მისთვის სასურველ საკანში გადაყვანა არ მოხდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ცდილობს პროვოკაციის გზით მიაღწიოს მიზანს, სასჯელაღსრულების სამინისტრო არ აპირებს მის გადაყვანას სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში. იგი სასჯელის მოხდას N6 დაწესებულებაში გააგრძელებს. მსჯავრდებულის კონკრეტული ტიპის დაწესებულებაში განთავსების საკითხს წყვეტს ადმინისტრაცია და ეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ან მათი ოჯახის წევრების ქმედებებით ვერ იქნება შეცვლილი", - აცხადებენ სამინისტროში.


ჯაბა სოფრომაძე სასჯელს 2009 წლიდან მეორე ვადით, ქურდობის მუხლით იხდის. წინა სასჯელი მან თაღლითობისთვის მოიხადა. მსჯავრდებულს ამნისტიით უკვე შეუმცირდა სასჯელი 2 წლით და 3 თვით. მოსახდელი დარჩა 1 წელი და 10 თვე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016