reportiori.ge - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:09
საზოგადოება
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა
ავტორი: ანა შანიძე
17 იანვარი, 2014. 15:42

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

 

ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს პოლიტიკას ჩვენი ვეტერანების მიმართ, მათ შორის სოციალურ პოლიტიკასაც. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და დიდი რესურსია გამოყოფილი ჩვენს მეომრებზე, დაჭრილ მეომრებზე, ასევე ვეტერანებზე. დაღუპულთა ოჯახებს მაღალი კომპენსაცია დაენიშნა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიზრდება. ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ვეტერანებს ექნებათ სახელმწიფოს მიერ დაცული და გარანტირებული განსაზღვრული უფლებები", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.


ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ დებულება რამდენიმე დღეში საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. რამდენიმე დღეში დასახელდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვინაობაც.


საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით, შემუშავებულია კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახები, კომპენსაციის სახით, 2014 წლიდან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ, ხოლო 2015 წლიდან ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016