წარმოშობით ჩინელი მხატვარი ლიუ ბოლინი „შემოქმედებითი კამუფლაჟის" ტექნიკას იყენებს. ის საზოგადოებაში ცნობილია, როგორ „უჩინარი ადამიანი".
ლიუ ბოლინი კამუფლაჟით იმოსება. ფოტოხელოვანი და მხატვარი ყოველთვის ისეთ პოზიციას ირჩევს, რომ თვალთახედვის არედან გაუჩინარდეს.
როგორც მხატვარი აცხადებს, მისი შემოქმედება არის პროტესტი მთავრობის მიერ შევიწროებასა და 2005 წელს მისი სახელოსნოს დახურვაზე. საკუთარი პრობლემები მხატვარმა იმით გადაწყვიტა, რომ მთელ მსოფლიოში გამოფინა საკუთარი ნამუშევრები. მისი ფოტოები გამოფენილი იყო აზიის, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ხელოვნების მუზეუმებში.
ერთი ფოტოს შექმნაზე ფოტოხელოვანს მინიმუმ 10 საათი სჭირდება. ასისტენტების დახმარებით, მხატვარი იღებება გადასაღები ფონის შესაბამისად, შემდეგ კი რამდენიმე კადრს იღებს. ფოტოგადაღებას თან კურიოზებიც ახლავს, ხანდახან გამვლელები ვერ ამჩნევენ შეღებილ ფოტოხელოვანს და როცა ის მოძრაობას იწყებს, ეშინიათ.
ლიუ ბოლინის არაჩვეულებრივი ტალანტი უკვე გამოიყენეს სოციალურ რეკლამებში.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)