reportiori.ge - ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“:“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ორგანიზაციების ზეწოლით ხელისუფლება თავის ჭკუაზე ატაროს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:23
საზოგადოება
,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“:“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ორგანიზაციების ზეწოლით ხელისუფლება თავის ჭკუაზე ატაროს!
ავტორი: ანა შანიძე
18 იანვარი, 2014. 12:27

,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსევატორია მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. როგორც „რეპორტიორს“აღნიშნული არასამთავრობო  ორგანიზაციიდან აცნობეს, მათი შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა  თემით სპეკულირებას და  ორგანიზაციების ზეწოლებით ხელისუფლების  თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობს.

გვინდა გამოვეხმაუროთ .მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის და არ გაყვანის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, რომლითაც ფარცხალაძეს დაუპირისპირდნენ. დეკემბერში გავრცელებულ განცხადებაში ავღნიშნეთ, რომ იყო და არის ნაცმოძრაობის მხრიდან მორიგი ავანტიურა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი მცდელობა. რათა გამოწვიონ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ვვარაუდობდით, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები არ იქნებოდა, ამ ეტაპზე ჩვენი პროგნოზი გამართლდა რადგან სასჯელაღსრულების სამინისრტრომ აწარმოა სრული ობიქტური მოკვლევა -გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მერაბიშვილი ციხიდან არავის არ გაუვანია და მასზე არც არანაირი ძალადობა არ ყოფილა. შესაბამისად სისხლის სამართლის დევნის საფუძველიც არ არსებობს.

აღნიშნულ საკითხზე, ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ ცდილობს, პროკურატურაზე მისი ტენდეციების და ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მეშვეობით, ზეწოლა მოახდინოს, მნიშვნელოვანია, რომ მათვე ერთი ფაქტობრივი გარემოება, დოკუმენტი ან/და ვიდეო არ გააჩნიათ გარდა მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადებებისა, და არ არსებულ მათ მიერვე შეთხზულ ამბავზე სთხოვენ პროკურატრას გამოძიება დაიწყოს.

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის ბოლო განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, რომ პროკურატურა უსაქმურების და პარაზიტების სამსახური არ არის. ჩვენ კი დავამატებდით,  აღნიშნულ საკითხზე გამოძიება რომ დაიწყოს, პროკურატურის მიერ უნდა დაიხარჯოს დრო და რესურსი.

ამ ეტაპზე მივდივართ დასკნამდე, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძვლები არ არის, რადგან სუბარის უწყების გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის ნიშნები არ არის, ხოლო თუ აღმოჩნდებოდა დანაშაულის ნიშნები, სამინისტრო ვალდებული იყო  საქმე პროკურატურისთვის გადაეგზავნა.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ცდილობს თემით სპეკულირებას  და ცდილობს ორგანიზაციების ზეწოლებით ხელისუფლება თავის ჭკუაზე ატაროს, რაც მიგვაჩნია ქვეყნის განვითარებისათვის საზიანოდ და მიუღებლად.“-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016