reportiori.ge - აშშ საქართველოს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:52
ეკონომიკა
აშშ საქართველოს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს
18 იანვარი, 2014. 12:30

მერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2014 წელს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმაც (72 ხმა 26 ხმის წინააღმეგ).

ამასთან, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები წარიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად. 

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება. 

 

2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი (კანონპროექტის #7170 თავი) აშშ-ის სამთავრობო პროგრამების განხორციელებისთვის 1,012 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. 
კანონპროექტი 1 582 გვერდს მოიცავს და 12 კანონპროექტს აერთიანებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016