reportiori.ge - კახა ბენდუქიძე: მნიშვნელოვან ინფლაციას არ ველოდები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:54
ეკონომიკა
კახა ბენდუქიძე: მნიშვნელოვან ინფლაციას არ ველოდები!
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 14:45

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ბიზნესემენმა კახა ბენდუქიძემ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობელემების გამომწვევ მიზეზებზე „ბიზნესკურიერთაან“ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები   ხელისუფლების მიერ წინა მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.

როგორც ბენდუქიძე აცხადებს, შარშან განხორციელებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ეკონომიკის მხოლოდ 3%-იანი ზრდა მოიტანა, რაც ქართული ეკონომიკისთვის  წარმატებულად ვერ ჩაითვლება. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინფლაციური პროცესი ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს, უსაფუძვლოა.

„საქართველოში 2004 წლიდან დაწყებული ბევრი რეფორმა ჩატარდა და მივიღეთ რაღაც ტიპის ეკონომიკური მანქანა, რაც მემკვიდრეობით გადაეცა ახალ ხელისუფლებას. არჩევნებმა ამ მანქანის ახალი მძღოლი შეარჩია. ამ მძღოლს ორი შესაძლებლობა აქვს, განაგრძოს იგივე მანქანით მოძრაობა ან მისი სასწრაფო გადაკეთება დაიწყოს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მძღოლმა იმის მაგივრად რომ გაეგრძელებინა ამ მანქანით სვლა, მან დაიწყო ამ მანქანის გადაკეთება“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური რეფორმების ხშირად განხორციელება და კურსის  ცვლილება ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებში გაურკვევლობას იწვევს. კანონშემოქმედებითი საქმიანობა  კი ძალიან სეზრუდული უნდა იყოს და არეულობებისგან  თავის არიდების მიზნით ის  პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკონტროლოს.

„რაც შეეხება ინფლაციას, მე მნიშვნელოვან ინფლაციას არ ველდები. შესაძლოა გარკვეულ პროდუქტებზე გაიზარდოს ფასები, მაგრამ ჯამური ინფლაცია იქნება ასე თუ ისე სტაბილური. თუ ამ მანქანის სწრაფ გადაკეთებას მთავრობა თავს დაანებებს, მაშინ შანსი არის იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარების კუთხით სვლას განაგრძობს.“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016