reportiori.ge - აჭარის ტელევიზიისთვის საკონკურსო კომისიამ სამი თანამშრომელი შეარჩია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:23
მედია
აჭარის ტელევიზიისთვის საკონკურსო კომისიამ სამი თანამშრომელი შეარჩია
ავტორი: ანა შანიძე
18 იანვარი, 2014. 19:01

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.

 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს. მთავარი რეჟისორი იმედა თავდგირიძე იქნება, გენერალური პროდიუსერის ვაკანსია არ შეივსო, პროგრამების სამსახურის  ხელმძღვანელი კი  ინგა გოგოლიშვილი გახდა.

 

შორენა ღლონტმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე მიიღო სამი ხმა, წინააღმდეგი იყო ქალბატონი თინათინ დვალიშვილი, რომელმაც მისცა ხმა  ვახტანგ ხუზმიაშვილს. შესაბამისად, შორენა ღლონტი გახდა საინფორმაციოს ხელმძღვანელი. მას დაუწესდება ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა. ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება იმედა თავდგირიძეც მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. გენერალური პროდიუსერის ვაკანსიაზე ერთი კანდიდატი იყო დარჩენილი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა და თანამდებობა ისევ ვაკანტურია,განაცხადა   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016