reportiori.ge - FrontNews.ge: „TV3”-ის დირექტორის პოსტზე კახა ბაინდურაშვილი გრიგოლ ბაიბურთმა შეცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:33
მედია
FrontNews.ge: „TV3”-ის დირექტორის პოსტზე კახა ბაინდურაშვილი გრიგოლ ბაიბურთმა შეცვალა
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 23:36

ტელეკომპანია „TV3”-ის დირექტორის თანამდებობაზე კახა ბაინდურაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა შეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია “FrontNews”-ს თავად ბაინდურაშვილმა დაუდასტურა.

„არხის დირექტორად გრიგოლ ბაიბურთი დაინიშნა. ტელევიზიის მფლობელებმა ასე გადავწყვიტეთ. ტელევიზიის ფორმირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ბაიბურთი ძალიან კარგი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, საქმეებს წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.

კითხვაზე, „რა გახდა ცვლილების საფუძველი“, ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ „ბევრი სხვა საქმე აქვს და მას უნდა მიხედოს“.

კახა ბაინდურაშვილის მიერ არხის დირექტორის თანამდებობის დატოვების მიზეზი, სავარაუდოდ, ინტერესთა კონფლიქტი გახდა, რაზეც ბოლო პერიოდში მედიაშიც იწერებოდა. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 15 იანვრის სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპს“ (ბრენდული სახელწოდება რადიო “ზენიტის“), რომლის დამფუძნებელი კახა ბაინდურაშვილი იყო, სამაუწყებლო ლიცენზია გაუუქმა, რადგან ბაინდურაშვილი იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის.

რაც შეეხება გრიგოლ ბაიბურთს, ის თბილისში, 1978 წლის 12 დეკემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასწავლო ეკონომიკური ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

  


თელარა გელანტია

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016