საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ, თენგიზ გუნავას გათავისუფლებას ლევან ბერძენიშვილი „რეპორტიორთან" აფასებს. მისი განცხადებით პრეზიდენტმა დაარღვია მისივე გამოცემული ბრძანებულება, რომლის თანახმადაც თუ პატიმარს მისჯილი აქვს ხუთი წელი, შეწყალებაზე განკარგულების გაცემა შესაძლებელია, როდესაც სასჯელის ერთიმესამედია მოხდილი.
„არამგონია, რომ ბატონი თენგიზი პოლიტიკაში იყო, ის უბრალოდ თანამდებობაზე იყო, დანარჩენი კი დამოკიდებულია იმაზე, ბატონი სააკაშილი რა თანამდებობას მიანიჭებს. თენგიზ გუნავა როგორც პოლიტიკური ფიგურა მე არ ვიცი. მაგრამ როგორც პატიმარი -პატიმარს თანავუგრძნობ ,რომ დატოვა საპყრობილე. მისი დანაშაული არ არის, რომ გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია საკუთარი გამოცემული ბრძანებულება, რომელშიც ნათქვამია რომ ხუთ წლამდე თუ აქვს კაცს მისჯილი, მას ერთიმესამედი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი, რომ აღიაროს დანაშაული და ითხოვის პატიება, რომ შეიწყალონ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი უპირობოდ შეიწყალა და დაარღვია კანონი,"-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.