უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს რომ პრეზიდენმა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაიაც შეიწყალოს.
„იმედია, ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება და სხვა პრეზიდენტი გვეყოლება. მე არამგონია, ეს პროცესები მანამდე დამთავრდეს, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან ძალიან ბევრი ეპიზოდია და ჯერჯერობით მეეჭვება, რომ სასამართლო დასრულდეს იმ ეტაპამდე, ვიდრე პრეზიდენი სააკაშვილი ისევ პრეზიდენტი იქნება. მაგრამ სააკაშვილი ამ კანონსაც დაარღვევს, ბოლო დღეც რომ იყოს მისი პრეზიდენტობის, რა თქმა უნდა, მერაბიშვილს შეიწყალებს, მაგრამ მეეჭვება, რომ ასე მალე დამთავრდეს მერაბიშვილის საქმე, რადგან მას ნელ-ნელა შეემატება ახალი გარემოებები და მას დაუმძიმდება ბრალი. ახალაიას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ მანამდე დამთავრდა სასამართლო, ასევე მასაც შეიწყალებს,"- აღნიშნა ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.