reportiori.ge - ჩვენ მამლუქები არ ვართ!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:04
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჩვენ მამლუქები არ ვართ!!!
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 14:49

მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები მუხლს იყრიან იმ ჭეშმარიტი ქართველების წინაშე, ვინც ჩვენი თმაშევერცხლილი მსოფლიოს უდიდესი ავტორიტეტი, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია გაზარდა. ასევე, ჩვენ ვულოცავთ პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, მის შვილებს.

 

ნახევარი ცხოვრება საქართველოდან მოშორებით გავატარეთ. არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ქართველები ვართ, ჩვენი ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს. ჩვენ სამშობლოდან ძალიან შორს შევინარჩუნეთ ქართული გენი, მებრძოლი სული. ცხოვრების ქარიშხალმა იმდენი გვარყია, ცხოვრების სიმძიმე თანდათანობით გადავიტანეთ. სულის სიმარტოვე მეტი საშინელება არაფერი ყოფილა ქვეყნად. არც ომი, არც სისხლი, არც ცრემლი და არც სიკვდილი. ვერასოდეს გაიგნებენ ყოველივე იმას, რაც ჩვენ გამოგვივლია, მაგრამ ყოველთვის ერთგულნი ვართ სამშობლოს, ერისა და ჩვენი პრეზიდენტის წინაშე. ჩვენ მიტოვებულნი ვართ ხალხისგან, არც კი გვიცნობენ. ვიცით, რომ ათიათასობით მოაზრე გვყავს საქართველოში, ვიცით რომ ერთმანეთის გულის ნადებს ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმა ვერ მიგვიწვდენია. მტერს უპყრია პრესა-ტელევიზია, მასონური ამერიკა და ევროპა მშვიდად გვიყურებს როგორ ვიცლებით სისხლად ჭეშმარიტი ქართველები და მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები.

ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები მიწაში წვანან. ქვეყნის ზნეობრივად მაღალი პიროვნებები საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილი. გადარჩენილნი კი, დასახიჩრებულნი და განდევნილნი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გადახვეწილი. ძალიან გვინდოდა, ჩვენს მიწაზე ვყოფილიყავით, რაღაც გვეკეთებინა სამშობლოსა და ხალხისთვის, მაგრამ სამშობლოს მოღალატეებმა და გამყიდველებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. ჩვენ მაშინ ქართველი მოღალატეების წინააღმდეგ ვერ ავწიეთ იარაღი, ჩვენ მაშინ უმწეონი ვიყავით, მაგრამ დღევანდელმა წესწყობილებამ ძალით მებრძოლებად გვაქცია. ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო! არ შეიძლება იმათი ნდობა, ვისაც მასონური ამერიკა და ევროპა აპროგრამებს. ვერ ვენდობით მათ, ვინც საქართველო სისხლში ჩაახრჩო, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა. 20 წელია, სატანის სამსახურშია მასონი ივანიშვილი თავისი დემონებით, მასონი შევარდნაძე თავისი ხუნტით და მასონი სააკაშვილი თავისი ბანდით. ეს ადამიანები ერის ქონებრივი და გონებრივი სიმდიდრის პარაზიტებია და ისინი უნდა გაქრნენ.

ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო! გვჯერა, რომ ჩვენს სამშობლოში მრავლად არიან წესიერი, მუყაითი, მშვიდობიანი, პატრიოტი ადამიანები, ვის გულშიც არ განელებულა სამშობლოს, დიდი ზვიადისა და მერაბის სიყვარული. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ათასჯერ გადაიტანა ცეცხლით გამოცდა, მაინც ვერ მოკლეს, ათასჯერ წამოდგა ფეხზე, კიდევ უფრო გამოწრთობილი.

ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო!

ჩვენ, მსოფლიოს ყველა კეთილი ნებისა და რწმენის ადამიანები, გავერთიანდით სატანისტების ბნელი ზრახვების ჩასაფუშად, მალე დადგება დღე და ჩვენს სამშობლოში თავისუფლების მზე გაათბობს გარემოს. თავისუფლად დაბადებულ ადამიანებთან ერთად მოევლინებიან  ქვეყანას თავისუფალი აზრები და გრძნობები. მათ არ ექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა წყვდიადში გვიხდებოდა ჩვენ ცხოვრება, რა საშინელი იყო ჩვენთვის ბრძოლა. მთელი სიცოცხლე ამგვარ ბრძოლებს შევალიეთ და ახლა დაღლილ-დაქანცულნი ვეგებებით მზის ამოსვლას.

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. გვჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს და საქართველოს იხსნიან თავდადებული და თავგანწირული შვილები. საქართველოს იხსნიან კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლნი. მალე გვენახოს აღდგენილი საქართველოს კანონიერი ხელისუფლება.

ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო, ღმერთი მოგივლენთ ისეთ სიხარულს, არც ერთ ერს რომ არ ღირსებია. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

 

საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლნი საზღვარგარეთიდან:

გიორგი ციხისთავი, ბერდია ღუდუშაური, სალომე მწითური, გეგა ყაზბეგი, გიორგი ამაღლობელი, ლელა ჭინჭარაული, ნაილი ხომერიკი, დიანა სააკაშვილი, ლევან კორინთელი, ლაშა გამსახურდია, ეკატერინე სავანელი, სანდრო მარიამიძე, გიორგი გალდავა, ნატო ბოკუჩავა, გიორგი ჩოლოყაშვილი, დავით ჯანდიერი, ლევან ზაალიშვილი, დავით ჯანდიერი, ლევან ზაალიშვილი, დიტო შერმადინი, ნიკო საკრაული, ლექსო ყამარაული – სულ 3031 მებრძოლის სახელით.

 

სირია, დამასკო

 

 

                                                                                        გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016