reportiori.ge - ირმა ნადირაშვილი: თქვენ სახალხო დამცველი ხართ და არა სახელისუფლებო თავდამსხმელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:12
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: თქვენ სახალხო დამცველი ხართ და არა სახელისუფლებო თავდამსხმელი
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 14:36

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს.

ბატონო უჩა, თქვენ მიერ თენგიზ გუნავას შეწყალებაზე გაკეთებული განცხადების გამო გადავწყვიტე შეგახსენოთ: ა) თქვენ სახალხო დამცველი ხართ და არა სახელისუფლებო თავდამსხმელი; ბ) თქვენი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი და არა ივანიშვილის დაკვეთით პოლიტიკური შეფასებების კეთება", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილმა თენგიზ გუნავას გათავისუფლების ფაქტს უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა.

„პრეზიდენტს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია შეწყალება. ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ასე უცებ, ჯერ, პრინციპში, ერთი თვეც არ არის გასული, რაც პატიმრობა შეეფარდა. მით უმეტეს, გასაჩივრებული არის განაჩენი მისი ადვოკატების მიერ, პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო და მთელი პროცესები იყო წინ, ეს უფრო რაღაც უპასუხისმგებლო საქციელია", - აღნიშნა ნანუაშვილმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016