„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს.
„ბატონო უჩა, თქვენ მიერ თენგიზ გუნავას შეწყალებაზე გაკეთებული განცხადების გამო გადავწყვიტე შეგახსენოთ: ა) თქვენ სახალხო დამცველი ხართ და არა სახელისუფლებო თავდამსხმელი; ბ) თქვენი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი და არა ივანიშვილის დაკვეთით პოლიტიკური შეფასებების კეთება", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილმა თენგიზ გუნავას გათავისუფლების ფაქტს უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა.
„პრეზიდენტს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია შეწყალება. ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ასე უცებ, ჯერ, პრინციპში, ერთი თვეც არ არის გასული, რაც პატიმრობა შეეფარდა. მით უმეტეს, გასაჩივრებული არის განაჩენი მისი ადვოკატების მიერ, პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო და მთელი პროცესები იყო წინ, ეს უფრო რაღაც უპასუხისმგებლო საქციელია", - აღნიშნა ნანუაშვილმა.